დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ საჩხერეში მერაბ კოსტავას ქ. #92-ში მდებარე სპორტული მოედნისათვის ჟორა (გიორგი) დეკანოიძის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.130.016014 |
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №3
2026 წლის 30 იანვარი
ქ. საჩხერე
ქალაქ საჩხერეში მერაბ კოსტავას ქ. №92-ში მდებარე სპორტული მოედნისათვის ჟორა (გიორგი) დეკანოიძის სახელის მინიჭების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1. ახალგაზრდობის ჯანსაღი წესით ცხოვრების ხელშეწყობისათვის გაწეული ღვაწლისთვის ქალაქ საჩხერეში მერაბ კოსტავას ქ. №92-ში მდებარე სპორტულ მოედანს (ს/კ 35 01 44 249; სიტუაციური გეგმა თან ერთვის) ეწოდოს ჟორა (გიორგი) დეკანოიძის სახელი.
მუხლი 2. განკარგულება გაეგზავნოს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
მუხლი 3. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 4. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
მუხლი 5. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
მუხლი 6. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. საჩხერე, დავით აღმაშენებლის ქ. №3).
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩხიკვაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები