„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/02/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016828
6
04/02/2026
ვებგვერდი, 05/02/2026
280010000.35.137.016828
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2026 წლის 4 თებერვალი

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/05/2019,  280010000.35.137.016451), კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დადგენილების მე-4 მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბენეფიციარს, რომლის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების ხარჯს ნაწილობრივ აფინანსებს სადაზღვევო კომპანია (სახელმწიფო, კერძო და სხვა) 85%-ით ან/და მეტი ოდენობით, არ დაფინანსდება ამ დადგენილებით განსაზღვრული პროგრამით, თუ არ აკმაყოფილებს ამავე მუხლის მე-12 პუნქტის ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც, გარდა „ე“ ქვეპუნქტისა;“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე)  დადგენილების მე-4 მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ბენეფიციარს, რომლის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების ხარჯი არ აღემატება 300 ლარს, ამ დადგენილებით განსაზღვრული პროგრამით არ დაუფინანსდება, თუ არ აკმაყოფილებს ამავე მუხლის მე-12 პუნქტის ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც, გარდა „ე“ ქვეპუნქტისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი