დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280010000.35.137.016829 |
|
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2014, 280010000.35.137.016137), კერძოდ:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახისთვის, რომლის სოციალური სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-80 000 ქულის ჩათვლით, კალენდარული წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაიცემა ერთჯერადად.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის მე-3 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ოჯახს, რომლის სოციალური სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-80 000 ქულის ჩათვლით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად, ფულადი ფორმით – ერთსულიან ოჯახზე 100 (ასი) ლარის, ორსულიან ოჯახზე 150 (ას ორმოცდაათი) ლარის, სამ- და მეტსულიან ოჯახზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით;“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან და საბანკო რეკვიზიტები;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები