დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1354-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 04/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430020000.05.001.103004 |
|
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე1) აკადემიური უმაღლესი განათლება − უმაღლესი განათლების კურსი, რომელიც მოიცავს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს;“; ბ) „ო2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „წ1“ და „წ2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წ1) მაგისტრანტობის კანდიდატი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის, მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული პირი, რომელიც აპირებს სწავლის მაგისტრატურაში გაგრძელებას. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში სწავლის მაგისტრატურაში გასაგრძელებლად მაგისტრანტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; წ2) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა − ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის ძირითად სწავლის სფეროში შემავალი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებლად, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისთვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;“; დ) „წ4“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) „წ10“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წ10) სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა − ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებელი, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისთვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;“; ვ) „ხ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ1“ ქვეპუნქტი: „ხ1) წამყვანი პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას;“; ზ) „ჰ14“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ14) სტუდენტი − პირი, რომელიც ამ კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, აგრეთვე პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ასრულებს სასწავლო კომპონენტის ან/და კვლევითი კომპონენტის ნაწილს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში, და საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;“; თ) „ჰ18“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ18) უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას, სამედიცინო/სტომატოლოგიური განათლების პროგრამას, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს, მაგისტრატურის ან/და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს ან აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს;“; ი) „ჰ35“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ35) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომლითაც ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების მიერ ქართულ ენაში უნარ-ჩვევებისა და ცოდნის (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) იმ დონეზე შეძენა, რომელიც აუცილებელია ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ იმ პირებსაც, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხებიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;“; კ) „ჰ54“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ54) სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის სახელმწიფოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაში (კურიკულუმში) შემავალი ქართული ენის სპეციალური კურსი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური ენის სპეციალური კურსი;“. 2. 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 41. სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის სახელმწიფოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებული სტუდენტისთვის სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლა სავალდებულოა.“. 3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ17“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ17) ამტკიცებს საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომელთაც მინიჭებული აქვთ ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის წესს;“. 4. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21−23 პუნქტები: „21. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მიიღოს დადგენილება, რომლითაც განისაზღვრება რეორგანიზაციის მიზნები, მისი განხორციელების ფორმა და ვადები, რეორგანიზაციის პროცესის მართვის დროებითი მექანიზმები, აგრეთვე რეორგანიზაციაში მონაწილე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების უფლებამოსილებათა განხორციელების განსაკუთრებული წესი. იმავე დადგენილებით რეორგანიზაციის პერიოდში შეიძლება განსაზღვრული ვადით შეჩერდეს ან შეიცვალოს კანონით ან/და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებებით განსაზღვრული მათი ცალკეული მართვის ორგანოების უფლებამოსილებათა განხორციელების წესი, თუ ეს აუცილებელია რეორგანიზაციის მიზნების მისაღწევად. 22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მინისტრს უფლება აქვს, დანიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რექტორის მოადგილის/რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებელი/მოვალეობის შემსრულებლები, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი და შექმნას დროებითი კოლეგიური მმართველი ორგანო − დროებითი მმართველი საბჭო, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოცულობითა და ვადით მიენიჭება აკადემიური საბჭოს ან/და წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილებათა განხორციელების უფლება. 23. ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული უფლება არის დროებითი და მიზნობრივი, ვრცელდება მხოლოდ რეორგანიზაციის პროცესთან უშუალოდ დაკავშირებულ საკითხებზე და წყდება რეორგანიზაციის დასრულებისთანავე ან რეორგანიზაციაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების მართვის ორგანოების ჩამოყალიბების შემდეგ.“. 5. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა წამყვანი პროფესორი, პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. პირი აკადემიური საბჭოს წევრად ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეიძლება აირჩეს.“. 6. 33-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი შედგება წამყვანი პროფესორისგან, პროფესორისგან, ასოცირებული პროფესორისგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისგან.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. წამყვანი პროფესორი უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. ამასთანავე, იგი მონაწილეობს აღნიშნულ პროცესსა და საქმიანობაში.“. 7. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 35. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევისა და დანიშვნის პირობები 1. წამყვანი პროფესორის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში აქვს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები (პუბლიკაციები), მონაწილეობდა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა) და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს. 2. პროფესორის თანამდებობაზე: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს; ბ) უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში აქვს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები (პუბლიკაციები), მონაწილეობდა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა); გ) სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო ან/და პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს აღნიშნული დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს; დ) სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არჩეულმა პირმა ეს თანამდებობა აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება უვადოდ დაიკავოს, თუ იგი აკმაყოფილებს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ და აღნიშნული დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და პროფესორის თანამდებობაზე ზედიზედ მესამე ვადით აირჩა ან/და აქვს განსაკუთრებული პროფესიული, პედაგოგიური ან/და სამეცნიერო მიღწევები. 3. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე არანაკლებ 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური ან/და სახელოვნებო (შემოქმედებითი) მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. 4. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით. სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე არანაკლებ 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი. 5. ასისტენტის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება აირჩეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით. სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) ასისტენტის თანამდებობაზე სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება დაინიშნოს მაგისტრანტი 2 ან 3 წლის ვადით. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პროფესორის თანამდებობაზე 5 წელზე მეტი ვადით არჩევის შემთხვევაში პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ატესტაციის გავლას. ატესტაციის გავლას არ ექვემდებარება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პროფესორის თანამდებობაზე არჩეული პროფესორი, რომელიც პროფესორის თანამდებობაზე არჩეულია 5 წელზე მეტი ვადით, მაგრამ პროფესორის თანამდებობაზე არჩევიდან 5 წლის შემდეგ დარჩენილი აქვს უფლებამოსილების 5 წელზე ნაკლები ვადა. 7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შეიძლება განისაზღვროს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ მუხლის მე-2−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისთვის აუცილებელი კომპეტენცია. 8. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე.“. 8. 462 მუხლი ამოღებულ იქნეს. 9. 473 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტები ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სწავლას განაგრძობენ იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სტუდენტები ვალდებული არიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა განაგრძონ ქართულ ენაზე.“; გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ჩარიცხულ პირებს ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა 60-კრედიტიანია. მისი გავლა შესაძლებელია მხოლოდ პირველი სასწავლო წლის განმავლობაში. ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გასცემს მისი დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს.“. 10. 52-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღების საფუძველი“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების მიღება, აცხადებს საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამების მიერ თითოეულ საგამოცდო საგანში აბიტურიენტის შედეგისთვის მინიჭებულ კოეფიციენტს. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე აბიტურიენტები საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან საგამოცდო საგნებისთვის მინიჭებული კოეფიციენტების მიხედვით.“; დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს იმ აბიტურიენტთა სიებს, რომლებმაც გაიარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და მოიპოვეს უფლება, ისწავლონ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით, და მათ უგზავნის შესაბამის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს.“. 11. 522 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლებამიღებული პირის მიღების საფუძველი“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მოქალაქეებსა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, უფლება აქვთ, სწავლა განაგრძონ ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამის დასრულების, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების შემდეგ.“. 12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 8921 მუხლი: „მუხლი 8921. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ იმ პროგრამების განხორციელება, რომლებიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა განუსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლებაც მათ აქვთ, მიეცეთ უფლება, ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც ისინი 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ და რომლებიც გათვალისწინებული არ არის აღნიშნული ჩამონათვალით, დარჩენილი ვადის მიუხედავად, აკრედიტებულ ან არააკრედიტებულ (ავტორიზებულ) რეჟიმში განახორციელონ შემდეგი ვადების დაცვით: ა) არანაკლებ 180-კრედიტიანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა − 2029-2030 სასწავლო წლის დაწყებამდე; ბ) არანაკლებ 240-კრედიტიანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა − 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე; გ) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა − 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე; დ) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა − 2029-2030 სასწავლო წლის დაწყებამდე; ე) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა, დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა − 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე.“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს უფლება აქვთ, აღნიშნულ პროგრამაზე სწავლა დაასრულონ 2031 წლამდე, ხოლო თუ სწავლის ამ თარიღამდე დასრულება შეუძლებელია − ისარგებლონ მობილობის უფლებით. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 4 თებერვალი 2026 წ. N1354-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები