„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/02/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.126.016493
37
04/02/2026
ვებგვერდი, 06/02/2026
010250040.35.126.016493
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37

2026 წლის 4 თებერვალი

ქ. თერჯოლა

 

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი’’ 63-ე მუხლისა და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლს 24 ივლისის №7 დადგენილებაში (ვებგვერდი https://matsne.gov.ge, 25/07/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.126.016092) და დადგენილების წარმოდგენილი მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საკრებულო საკრებულოს წევრის ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში იღებს  ცნობის სახით, კენჭისყრის გარეშე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში, რაც გულისხმობს საკრებულოს კომისიის, ბიუროსა და საკრებულოს სხდომებში მონაწილეობას, მთლიანობაში ერთად ან ცალკეულ ორგანოსთან მიმართებით ან არღვევს ამ კანონით განსაზღვრულ თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული წესით არკვევს გაცდენის მიზეზს ან ამოწმებს/გამოითხოვს ინფორმაციას თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დასადგენად. თუ დადასტურდა, რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი არღვევს თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს, იურიდიულ საკითხთა კომისია ამზადებს დასკვნას და წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის/თანამდებობის პირისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. ეს გადაწყვეტილება ძალაშია შესაბამისი ვადის (6 თვის) გასვლის/თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან. გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირის  უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ  საკრებულო იღებს ფარული კენჭისყრით.’’.

2. რეგლამენტის 93-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 93. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა

1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი გადაეცემა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას.

2. იურიდიულ საკითხთა კომისია ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგინოს რეკომენდაცია დაყენებული საკითხის გადაწყვეტის შესახებ.

3. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე, თუ:

ა) უფლებამოსილება პირადი განცხადებით მოიხსნა;

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;

გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

ე) გარდაიცვალა.

4. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ფარული კენჭისყრით, თუ:

ა) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში;

ბ) დაიკავა საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 42-ე მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილების პირადი განცხადებით მოხსნის შემთხვევაში, განცხადება რეგისტრირდება საკრებულოს აპარტში, ეგზავნება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც განცხადებას შესასწავლად და დასკვნის მოსამზადებლად გადაუგზავნის შესაბამის კომისიას; იმ შემთხვევაში თუ საკრებულოს წევრი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გააკეთებს საჯარო განცხადებას შესაბამის კომისია საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით იწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას საჯარო განცხადებაზე დასკვნის მომზადების მიზნით.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებების საკრებულოსათვის გადმოგზავნის და აპარატში დარეგისტრირებისას დაუყოვნებლივ ეგზავნება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებებს (განაჩენი, განჩინება, დადგენილება და სხვა გადაწყვეტილება) დასკვნის მოსამზადებლად გადაუგზავნის შესაბამის კომისიას.

7. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, შესაბამისი ფაქტის დადგომისთანავე, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, შესაბამისი კომისია იწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას დასკვნის მომზადების მიზნით.

8. ამ მუხლის მე-4 პუნქტით ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით,  შესაბამისი კომისია მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული წესით არკვევს გაცდენის მიზეზს. თუ დადასტურდა, რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია ამზადებს დასკვნას და წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. ეს გადაწყვეტილება ძალაშია შესაბამისი ვადის (6 თვის) გასვლის მომდევნო დღიდან.

9. ამ მუხლის მე-4 პუნქტით ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი არღვევს თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თანამდებობის პირის შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში პირადი განცხადებით მოიხნის უფლებამოსილებას საკრებულოს წინაშე) საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, შესაბამისი კომისია მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ამოწმებს და გამოითხოვს ინფორმაციას თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დასადგენად. თუ დადასტურდა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი არღვევს თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია ამზადებს დასკვნას და წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. ეს გადაწყვეტილება ძალაშია შესაბამისი თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან.

10. საკრებულო, ამ მუხლის მე-3  პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პროცედურების დაცვით, გადაწყვეტილებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე.

11. საკრებულო, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და მე-8 და მე-9 პუნქტებით განსაზღვრული პროცედურების დაცვით, გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის/თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.’’.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო ჩაფიჩაძე