დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.140.016587 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგინდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 03 თებერვლის №4 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/02/2025; ს/კოდი: 200140030.35.140.016561). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 01 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დანართი
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
|
1. ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG X ITL X C X K ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG – ასპინძის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომლიც უდრის 0,27-ს; გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს; დ) C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია; ე) K – მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მნიშვნელობა უდრის 100-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით, დაბა ასპინძაში ერთი კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
3. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება დაბა ასპინძისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,24 ლარს. 4. ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ასპინძისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,94 ლარს. 5. ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ასპინძისათვის დადგენილი ფასის 100%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 6,48 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ფასი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები