დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ასპინძის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 06 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.140.016588 |
|
„ასპინძის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 6 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ასპინძის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 6 ივნისის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/06/2025; ს/კოდი: 010250050.35.140.016570) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების“. |
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ყველა კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციებიდან თითო წარმომადგენელი, საკრებულოს აპარატიდან ერთი წარმომადგენელი; ბ) ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიიდან: ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები (არაუმეტეს 3 წარმომადგენლისა) და მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე;“. 2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საბჭოს თავმჯდომარეა საკრებულოს თანამდებობის პირი.“. 3. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები