დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს ემ თი ეის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 დეკემბრის №606 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170020.10.003.025591 |
|
„შპს ემ თი ეის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 დეკემბრის №606 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შპს ემ თი ეის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 დეკემბრის №606 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2025, 040170020.10.003.025500) შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. შესყიდვის საშუალებები 1. ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით ან/და პირდაპირი შესყიდვის საშუალებით. 2. შემსყიდველის მიერ პირდაპირი შესყიდვის საშუალებით შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს, თუ შესყიდვის შესახებ ერთჯერადად დასადები ხელშეკრულების ღირებულება არ აღემატება 50 000 ლარს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა. 3. შემსყიდველის მიერ პირდაპირი შესყიდვის საშუალებით შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს, თუ შესყიდვის შესახებ ერთჯერადად დასადები ხელშეკრულების ღირებულება არ აღემატება ამ წესის დანართის: ა) №1.1, №1.3, №1.5, №1.8, №1.10 პუნქტებით გათვალისწინებული შესყიდვისას „ზღვრის გარეშე“; ბ) №1.2 პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვისას 500 000 ლარს; გ) №1.20 პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვისას 550 000 ლარს; დ) №1.6, №1.13, №1.17 პუნქტებით გათვალისწინებული შესყიდვისას 200 000 ლარს; ე) №1.21 პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვისას 150 000 ლარს; ვ) №4.1 პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვისას 120 000 ლარს; ზ) №2.1 პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვისას 100 000 ლარს, თუ მიმწოდებელი არარეზიდენტია; თ) №5.1 პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვისას 70 000 ლარს; ი) №1.19 პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვისას 20 000 ლარს; კ) №1.11, №1.15 და №1.18 პუნქტებით გათვალისწინებული შესყიდვისას 10 000 ლარს.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები