დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 29 სექტემბრის №45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 11/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სსიპ - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240140000.41.046.016048 |
|
„საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 29 სექტემბრის №45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის ეროვნულის სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 29 სექტემბრის №45 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2022, 240140000.41.046.016022) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქმის შესწავლის წესისა და პროცედურის“:
1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ერთგვაროვან/მსგავს საკითხთან დაკავშირებით, ერთი მოვაჭრის მიმართ სხვადასხვა პირის მიერ წარმოდგენილ ერთზე მეტ განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული ერთიანი საქმის შესწავლის ან მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განცხადებ(ებ)ის ჩართვის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე განცხადება, თუ მათი განცალკევებული განხილვა უფრო მიზანშეწონილია.“. 3. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. განცხადების ფორმალური დასაშვებობის ეტაპზე, ამ პროცედურის მე-2 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, ხარვეზის წერილი განმცხადებელს ეგზავნება ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით დადგენილი ფორმითა და წესით. აღნიშნული წესით ხარვეზის წერილის ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში იგი ჩაითვლება ჩაბარებულად.“. 4. მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, თუ წერილის ჩაბარება ვერ განხორციელდა ამ მუხლით დადგენილი ფორმით ან ადრესატის ადგილსამყოფელი უცნობია, ან მისთვის წერილის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება წერილის საჯაროდ გავრცელების შესახებ. წერილი საჯაროდ ვრცელდება სააგენტოს იურიდიულ მისამართზე მდებარე შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან/და სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წერილი ადრესატისთვის ჩაბარებულად ითვლება წერილის სააგენტოს იურიდიულ მისამართზე მდებარე შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან/და სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს. 4. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, თუ წერილი ან/და გადაწყვეტილება ადრესატს ვერ ჰბარდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ფორმით, სააგენტო უფლებამოსილია შესაბამისი მოთხოვნა გაუგზავნოს სსიპ – შემოსავლების სამსახურს წერილის ან/და გადაწყვეტილების გადასახადების გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით გაცნობის თაობაზე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები