„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის №146 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 11/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.017440
6
11/02/2026
ვებგვერდი, 12/02/2026
040030000.22.026.017440
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის №146 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №6 

2026 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის №146 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის №146 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/12/2025, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.017434) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მეცადინეობების/სწავლებების დროს ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ დამტკიცებული წვრთნებისა და სწავლებების დროს დასაცავი უსაფრთხოების ნორმებით;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 9 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი