„საზღვაო შრომის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2023 წლის 27 დეკემბრის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საზღვაო შრომის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2023 წლის 27 დეკემბრის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 92
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 12/03/2026
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016218
92
12/03/2026
ვებგვერდი, 13/03/2026
310020000.55.067.016218
„საზღვაო შრომის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2023 წლის 27 დეკემბრის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №92

2026 წლის 12 მარტი

ქ. ბათუმი

 

„საზღვაო შრომის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2023 წლის 27 დეკემბრის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საზღვაო შრომის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2023 წლის 27 დეკემბრის №49 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული  საზღვაო შრომის სერტიფიკატის ფორმა ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიივანე აბაშიძე