,,დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის №01-185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-47
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016391
01-47
12/02/2026
ვებგვერდი, 12/02/2026
480040000.22.030.016391
,,დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის №01-185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №01-47

2026 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

„დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის №01-185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის №01-185 ბრძანებით  (ვებგვერდი, 21/04/2023, სარეგისტრაციო კოდი: 480040000.22.030.016266) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პროგრამა – დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეების მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც შედგება დიპლომატიური თანამდებობის პირისათვის საჭირო ცოდნის მიღებისთვის და უნარ-ჩვევების განვითარებისათვის შექმნილი სასწავლო მოდულებისგან;“;

ბ) ამოღებულ იქნას მე-8 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ზურაბაშვილი