დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებული ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი |
| მიღების თარიღი | 12/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240040.45.050.016013 |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის № 1 ბრძანებით დამტკიცებული ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 73-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2026 წლის 9 თებერვლის №314 განკარგულებით დამტკიცებული ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს 2026 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №1-1/1570 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების, სსიპ-საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის № 1 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების“ მე-7 მუხლის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
განხორციელდეს ცვლილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის № 1 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების“ მე-4 მუხლის პირველ პუნქტში და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:
„1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საფინანსო სამმართველო; ბ) პერსონალის მართვის სამმართველო; გ) საერთაშორისო ურთიერთობების, პროტოკოლისა და მარკეტინგის სამმართველო; დ) სამეურნეო სამმართველო; ე) საქმისწარმოების სამმართველო.“. |
| მუხლი 2 |
განხორციელდეს ცვლილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების“ მე-5 მუხლის პირველ, მე-2 , მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში და აღნიშნული პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საფინანსო სამმართველოს ფუნქციებია:“ „2. პერსონალის მართვის სამმართველოს ფუნქციებია:“ „3.საერთაშორისო ურთიერთობების, პროტოკოლისა და მარკეტინგის სამმართველოს ფუნქციებია:“ „4. სამეურნეო სამმართველოს ფუნქციებია:“ „5. საქმისწარმოების სამმართველოს ფუნქციებია:“. |
| მუხლი 3 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების“ სხვა მუხლები და პუნქტები დარჩეს უცვლელი. |
| მუხლი 4 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები