დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 4 აპრილის №2 ბრძანებით დამტკიცებული სტანდარტების დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი |
| მიღების თარიღი | 12/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240040.45.050.016014 |
13
12/02/2026
ვებგვერდი, 13/02/2026
010240040.45.050.016014
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 4 აპრილის №2 ბრძანებით დამტკიცებული სტანდარტების დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 4 აპრილის №2 ბრძანებით დამტკიცებული სტანდარტების დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 73-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2026 წლის 9 თებერვლის №314 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს 2026 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №1-1/1570 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების, სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 4 აპრილის №2 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის დებულების“ მე-6 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
განხორციელდეს ცვლილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 4 აპრილის №2 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის დებულების“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტში და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:
„4. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს ამავე დეპარტამენტის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის უფროსი.“. |
| მუხლი 2 |
განხორციელდეს ცვლილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 4 აპრილის №2 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში და აღნიშნული ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:
„ა) სტანდარტების სამმართველო;“; „გ) სტანდარტების რეესტრების წარმოების სამმართველო.“. |
| მუხლი 3 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 4 აპრილის №2 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის დებულების“ სხვა მუხლები და პუნქტები დარჩეს უცვლელი. |
| მუხლი 4 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები