დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1183 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 070030000.22.027.017666 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30/07/2010, სარეგისტრაციო კოდი: 070030000.22.027.014922) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8 1. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პირის მიმართვის საფუძველზე განხორციელებული შეფასების მომსახურების საფასურები (მათ შორის, დაჩქარებული მომსახურების საფასურები და ვადები) განისაზღვრება ამ ბრძანების №1 დანართის შესაბამისად. 2. თითოეული გასული პერიოდის მდგომარეობით შეფასების მომსახურების საფასური ორმაგდება. შეფასების მომსახურების საფასური გადაიხდევინება თითოეულ გასულ პერიოდზე ცალ-ცალკე. 3. ამ ბრძანების №1 დანართით გათვალისწინებული იმ ქონების (ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე) შეფასებისას პირი ამავე დანართით გათვალისწინებული საფასურის ფიქსირებულ ოდენობას ან გაანგარიშებადი საფასურის მინიმალურ ოდენობას იხდის მომსახურების გაწევის შესახებ განცხადების წარდგენისას, ხოლო დარჩენილ თანხას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – შეფასების შესახებ დასკვნის მომზადების შემდეგ, მის მიღებამდე. 4. ქონების შეფასებისთვის გათვალისწინებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან. 5. ამ ბრძანებით დამტკიცებული საფასურებისაგან განსხვავებული შეფასების მომსახურების საფასური შესაძლებელია განისაზღვროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტითა და შესაბამისი ხელშეკრულებით, თუ: ა) შეფასების მომსახურების გაწევის მიზნით იდება გრძელვადიანი ხელშეკრულება; ბ) ერთი პირის მიერ მოთხოვნილია არანაკლებ 50 შეფასების მომსახურება.“. 2. ბრძანების №1 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები