„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017993
40
13/02/2026
ვებგვერდი, 16/02/2026
190040000.22.033.017993
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №40

2026 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხლი 1871) დამტკიცებულ:

1. დანართ №2-ში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

ა) ბიუჯეტის განმკარგველი  1001 – სსიპ  „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი“  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

853

1001

სსიპ - „სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია“

ბ) ბიუჯეტის განმკარგველის – 1005 – სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“ შემდეგ დაემატოს შემდეგი ბიუჯეტის განმკარგველი:

858

1006

სსიპ  „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი“

გ) ამოღებულ იქნეს შემდეგი ბიუჯეტის განმკარგველი:

153

0764

სსიპ  საგანმანათლებლო და  სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

2. დანართ №3-ში („ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდები“) შეტანილ იქნეს ცვლილება და  ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდის  3560 – „შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო საავტომობილო დარგის ინსპექტირებიდან“  შემდეგ დაემატოს ბიუჯეტის შემოსულობის სახის განმსაზღვრელი შემდეგი სახაზინო კოდი:

„შემოსავალი სანქციებიდან ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამო

3561“

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი