„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 140120000.22.034.017673
16
16/02/2026
ვებგვერდი, 16/02/2026
140120000.22.034.017673
„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №16

2026 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 28/02/2014, 140120000.22.034.016290) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის შეძენის, შენახვის, ტარების, საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის შეძენის, შენახვის, ტარების, საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის თანდართული წესი.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის შეძენის, შენახვის, ტარების, საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესი“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი განსაზღვრავს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, სასიგნალო იარაღის, ასევე, იარაღის ძირითადი ელემენტების (გარდა სასიგნალო იარაღისა) რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების (მათ შორის, ჩამოწერის), იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემისა და გაუქმების, იარაღის დროებითი მოწმობის გაცემის, იარაღის ან იარაღის ძირითადი ელემენტის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემის, იარაღის, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის, კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობისა და ელექტროშოკური მოწყობილობის შეძენის, შენახვის, ტარების, საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანის, გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის წესსა და პირობებს.“;

გ) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები:

„ბ1) გაზის აეროზოლური მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს;

2) ელექტროშოკური მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული მუხტით ცოცხალი ობიექტის დროებით დასაზიანებლად და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს;“;

დ) მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის შემძენ ფიზიკურ პირს შეძენილი იარაღი გადასცენ მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობის) წარდგენის საფუძველზე;“;

ე) II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი II

იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის და ელექტროშოკური მოწყობილობის ტარების წესი“;

ვ) მე-14 მუხლის:

ვ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაუშვებელია გაზის (აირის) იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ღიად, გამოსაჩენად ტარება, აგრეთვე საჯარო სივრცეში დემონსტრირება. გაზის (აირის) იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის საჯარო სივრცეში დემონსტრირებად არ ჩაითვლება მისი საჯარო სივრცეში თავდაცვის მიზნით გამოყენება. ასევე, დემონსტრირებად არ ჩაითვლება კერძო დაცვითი ორგანიზაციის მცველის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელთან ერთად გაზის (აირის) იარაღის ტარება.“;

ვ.ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5−მე-7 პუნქტები:

„5. გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ტარება დასაშვებია სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობის) საფუძველზე.

6. გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ტარების უფლება აქვს პირს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი.

7. პირის მიერ გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ტარებაზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობა (ცნობა) არ გაიცემა, თუ:

ა) პირს არ შესრულებია 18 წელი;

ბ) პირი ფსიქიკურად არის დაავადებული ან/და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია მასზე წერილობითი თანხმობის (ცნობის) გაცემა;

გ) პირი უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს;

დ) პირი ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით არის დაავადებული;

ე) პირი ბრალდებულია ან მას მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს ნასამართლობა;

ვ) პირის მიმართ გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი – ამ ორდერით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით;

ზ) პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეეფარდა და ამ ადმინისტრაციული სახდელის ვადა არ გასულა;

თ) პირმა ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე–167-ე, 172-ე, 173-ე, 17316, 1741 და 180-ე–183-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და არ გასულა ვადა, რომლის გასვლის შემდეგაც პირი ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ჩაითვლება;

ი) არსებობს ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც პირის მიერ კანონდარღვევის ჩადენის რეალურ საფრთხეზე მიუთითებს;

კ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები.“;

ზ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 17

იარაღის ტარების უფლების მქონე იარაღის მესაკუთრე ან მოსარგებლე იარაღის ტარებისას ვალდებულია პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად იქონიოს B, C, D ან S კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა, ხოლო ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევაში – იარაღის რეგისტრაციის ბარათი.“;

თ) IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი IV

იარაღის, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის, კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობისა და ელექტროშოკური მოწყობილობის შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა“;

ი) 201 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 201

1. კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნა დასაშვებია თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმსა ან/და სპორტულ ღონისძიებებში გამოყენების მიზნით. ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნა აგრეთვე დასაშვებია ექსპონირების მიზნით.

2. კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნა დასაშვებია, თუ მის ლულაში დენთი, ტიზი და ჭურვი არ არის მოთავსებული.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნით კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნისას მფლობელს უნდა გააჩნდეს შესაბამისი მიზნის არსებობის დამადასტურებელი, ღონისძიების ჩამტარებელი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, რომლის გამოყენებაც დასაშვებია ერთჯერადად.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისგან განსხვავებული მიზნით კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნისას მფლობელი ვალდებულია წინასწარ მიმართოს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს განცხადებით, რომელშიც უნდა აღინიშნოს კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის დრო, გადამტანი პირის ვინაობა, მარშრუტი და რაოდენობა, აღნიშნული იარაღის მარკა და მოდელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მფლობელს კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის უფლება წარმოეშობა მხოლოდ განცხადების საფუძველზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის (ცნობის) გაცემის შემთხვევაში.“;

კ) 201 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 202 მუხლი:

მუხლი 202

1. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა, საქართველოდან გატანა, გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნა დასაშვებია თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმსა ან/და სპორტულ ღონისძიებებში გამოყენების მიზნით, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობის) საფუძველზე, განმუხტულ მდგომარეობაში, ვაზნებისგან განცალკევებულად, რაც გამორიცხავს მისი დაუყოვნებლივი გამოყენების შესაძლებლობას.

2. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებართვის მისაღებად სავალდებულოა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობა (ცნობა).

3. გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნა დასაშვებია სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობის) საფუძველზე.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული თანხმობა (ცნობა) გაიცემა ერთჯერადად, თითოეული ქმედებისთვის ცალ-ცალკე, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა (ცნობა) გაიცემა ერთხელ და აღნიშნული თანხმობის (ცნობის) საფუძველზე დასაშვებია გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის სამოქალაქო ბრუნვასთან დაკავშირებული ყველა ქმედების განხორციელება, კერძოდ, შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნა.

5. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის მფლობელი ვალდებულია სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს მიმართოს განცხადებით, რომელშიც უნდა აღინიშნოს ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის შეძენის, საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის დრო, შემძენი ან/და გადამტანი პირის, აგრეთვე გატანა-შემოტანაზე ან/და გადაგზავნისათვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა, მარშრუტი და ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის რაოდენობა, ასევე აღნიშნული იარაღის/მოწყობილობის მარკა და მოდელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

6. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის მფლობელი, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, ვალდებულია სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის არსებობის დამადასტურებელი, ღონისძიების ჩამტარებელი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, რომლის გამოყენებაც დასაშვებია ერთჯერადად.

7. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობის) საფუძველზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენის, საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანის, გადატანის, გადაზიდვის ან გადაგზავნის, აგრეთვე გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის შეძენის, საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანის, გადატანის, გადაზიდვის ან გადაგზავნის უფლება აქვს პირს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი.

8. პირის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენაზე, საქართველოში შემოტანაზე, საქართველოდან გატანაზე, გადატანაზე, გადაზიდვაზე ან გადაგზავნაზე, აგრეთვე გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის შეძენაზე, საქართველოში შემოტანაზე, საქართველოდან გატანაზე, გადატანაზე, გადაზიდვაზე ან გადაგზავნაზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობა (ცნობა) არ გაიცემა, თუ:

ა) პირს არ შესრულებია 18 წელი;

ბ) პირი ფსიქიკურად არის დაავადებული ან/და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია მასზე წერილობითი თანხმობის (ცნობის) გაცემა;

გ) პირი უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს;

დ) პირი ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით არის დაავადებული;

ე) პირი ბრალდებულია ან მას მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს ნასამართლობა;

ვ) პირის მიმართ გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი – ამ ორდერით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით;

ზ) პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეეფარდა და ამ ადმინისტრაციული სახდელის ვადა არ გასულა;

თ) პირმა ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე–167-ე, 172-ე, 173-ე, 17316, 1741 და 180-ე–183-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და არ გასულა ვადა, რომლის გასვლის შემდეგაც პირი ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ჩაითვლება;

ი) არსებობს ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც პირის მიერ კანონდარღვევის ჩადენის რეალურ საფრთხეზე მიუთითებს;

კ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე