დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იარაღის რეგისტრაციის მოწმობის, სანებართვო მოწმობების ფორმების, აგრეთვე მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის №1371 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140120000.22.034.017672 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„იარაღის რეგისტრაციის მოწმობის, სანებართვო მოწმობების ფორმების, აგრეთვე მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის №1371 ბრძანებაში (სსმ III, №181, 22/12/2008, 140.120.000.22.034.012.490) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანების:
1. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ7“-„თ9“ ქვეპუნქტები: „თ7) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 156 პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვა (დანართი №87); თ8) საქართველოს მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვა (დანართი №88); თ9) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვა (დანართი №89).“. 2. 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამ ბრძანების პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა (ფორმა №2) და „დ“-„თ9“ ქვეპუნქტებით დამტკიცებული ფორმები განეკუთვნებიან მესამე კატეგორიის − „მარტივი ტიპის“ მკაცრი აღრიცხვის ფორმებს, რომელთაც გააჩნიათ შემდეგი სახის დამცავი ნიშნები (უსაფრთხოების მახასიათებლები): ა) წყლის ნიშანი საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულებებით; ბ) მთლიანად დაფარული დამცავი გილიოშური ბადე, რომელიც დამატებით, დოკუმენტის ცენტრში, დიაგონალზე ქმნის წარწერას „მომსახურების სააგენტო“; გ) კოპირებისაგან დამცავი მიკროშრიფტი.“. 3. ბრძანებას დაემატოს №87 − №89 დანართები თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია მარაგების ამოწურვამდე გამოიყენოს ამ ბრძანების ამოქმედებამდე დამზადებული ბლანკი, რომელზეც დატანილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს იურიდიული მისამართის ძველი სახელწოდება: „თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კმ“.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები