დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყლის მიწოდების რეჟიმის განსაზღვრის წესისა და მორწყვის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 30 აგვისტოს №2-686 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-81 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 400020000.22.023.016981 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„წყლის მიწოდების რეჟიმის განსაზღვრის წესისა და მორწყვის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 30 აგვისტოს №2-686 ბრძანებაში (ვებგვერდი, 31/08/2023; სარეგისტრაციო კოდი: 400020000.22.023.016830) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „წყლის მიწოდების რეჟიმის განსაზღვრის წესისა და მორწყვის ნორმების“ მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. მორწყვის ნორმები და ჯერადობა სარწყავი მიწისთვის მისაწოდებელი წყლის მოცულობის გათვალისწინებით, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის მორწყვის საშუალო ჯერადობა განისაზღვრება წელიწადში ოთხჯერადად, ხოლო ერთი ჰექტარი სარწყავი მიწის ერთჯერადი მორწყვის ნორმაა: ა) ერთწლოვანი კულტურებისთვის – 1411 მ³; ბ) მრავალწლოვანი კულტურებისთვის – 1235 მ³.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები