დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 65 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120020000.10.003.025614 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №298 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/06/2017, 120020000.10.003.020007) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, აგრეთვე საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებთან სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრისა და დადგენის საკითხებზე მოლაპარაკებების წარმოების, გასატარებელ ღონისძიებათა კოორდინაციის მიზნით, შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით: 1. ლაშა დარსალია − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი. 2. ნოდარ ხორბალაძე − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 3. თედო გორგოძე − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის კარტოგრაფიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი − კომისიის წევრი. 4. ვახტანგ ტყეშელაშვილი − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის ტექნიკური მონიტორინგის სამმართველოს უფროსი − კომისიის წევრი. 5. ქეთევან სარაჯიშვილი − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი. 6. ირაკლი გოცაძე − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი. 7. გალაქტიონ ხახუბია − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის კოორდინატორი − კომისიის წევრი. 8. ლევან ღირსიაშვილი − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის წევრი. 9. ზურაბ ბაკურაძე − საქართველოს კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი. 10. გიორგი ხურცია − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს უფროსი − კომისიის წევრი. 11. ლაშა მარტიაშვილი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი − კომისიის წევრი. 12. გოჩა ლომიძე − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო საქმიანობის დაგეგმარების, კოორდინაციის, ზედამხედველობის, სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო-სადემარკაციო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი − კომისიის წევრი. 13. ირმა გაბუნია − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო საქმიანობის დაგეგმარების, კოორდინაციის, ზედამხედველობის, სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო-სადემარკაციო მთავარი სამმართველოს სასაზღვრო საქმიანობის დაგეგმარების, კოორდინაციის, სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო-სადემარკაციო მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი − კომისიის წევრი. 14. ვახტანგ დათუნაშვილი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოს უფროსი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი − კომისიის წევრი. 15. ზვიად ზვიადაძე − შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი. 16. ზურაბ წიკლაური − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი − კომისიის წევრი. 17. მერაბ არახამია − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი. 18. მინდია გრძელიძე − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის, საერთაშორისო საბაჟო, სანიტარულ-ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი − კომისიის წევრი. 19. დავით მეტრეველი − საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი. 20. გიორგი დიდიძე − საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი. 21. აბელ აბესაძე − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი − კომისიის წევრი. 22. მერაბ ქვარაია − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე − კომისიის წევრი. 23. მანუჩარ დათიაშვილი − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი − კომისიის წევრი. 24. დიანა მალაზონია − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საქმეთა დირექტორატის ევროპის დეპარტამენტის მეზობელი ქვეყნების სამმართველოს უფროსი − კომისიის მდივანი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები