„მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის №512 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 61
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 430020000.10.003.025610
61
16/02/2026
ვებგვერდი, 17/02/2026
430020000.10.003.025610
„მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის №512 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №61

2026 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

„მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის №512 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , „მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის №512 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/12/2023, 430020000.10.003.024345) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების :

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ “.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებსაქართველოს კანონის მე -6 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის შესაბამისად , დამტკიცდეს თანდართულიმაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვის წესი .“.

3. დამტკიცებული წესის :

) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მაღალი  მიღწევების სპორტულ  შეჯიბრებებში  მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი  ჩარიცხვის წესი “;

) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვის წესი “ (შემდგომში  − წესიგანსაზღვრავს მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვის პირობებს .“;

) მე -2 მუხლისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

) მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენი საქართველოს ეროვნული /ასაკობრივი ნაკრები გუნდის ან საქართველოს ეროვნულ სპორტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებული სპორტული კლუბის წევრი , რომელიც მონაწილეობას იღებს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე , საჭადრაკო ოლიმპიადაზე , მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ან უმაღლესი რანგის საერთაშორისო საკლუბო სპორტულ ტურნირებზე ან /და მათთან დაკავშირებულ განუყოფელ ღონისძიებებში სპორტის იმ სახეობაში , რომლის შესაბამისი ეროვნული სპორტული ორგანიზაცია აღიარებულია საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ ;“;

) მე -4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი  4. განცხადებისა  და  თანდართული  დოკუმენტების  განხილვა

1. ამ წესის მე -3 მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამავე წესის მე -3 მუხლის მე -4 პუნქტის მოთხოვნებთან ამოწმებს სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტი და , ხარვეზის არსებობის შემთხვევაში , განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად .

2. პირის მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის სტატუსთან შესაბამისობას ადასტურებს საქართველოს სპორტის სამინისტრო , სამინისტროს მიერ წარდგენილი პირობითი სტუდენტის სტატუსის მოპოვების მსურველ პირთა ერთიანი ნუსხისა და განცხადებაზე თანდართული შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე .

3. თუ განმცხადებელი ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს , სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ .“;

) მე -5 მუხლის მე -5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„5. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ჩარიცხვის შემთხვევაში , უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება , კანონმდებლობით დადგენილი წესით , აღიარებს პირობითი სტუდენტის მიერ მოპოვებულ კრედიტებს .“;

  ) მე -6 მუხლი ამოღებულ იქნეს .

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე