„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/02/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2026
ძალაში შესვლის თარიღი 02/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.106.016505
3
26/02/2026
ვებგვერდი, 27/02/2026
010260020.35.106.016505
„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტი
 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2026 წლის 26 თებერვალი

ქ. ხობი

 

„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31.10.2017 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016254) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 61 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მეთოდურ დახმარებას უწევს მერიის სტრუქტურულ ერთეულებს მერიის მოსამსახურეთა სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში; შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შეიმუშავებს მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მათ შეთანხმებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან;“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 61 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“თ) უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის (eHRMS) და ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ ელექტრონული პროგრამის – „ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემა – MSDA" ადამიანური რესურსების მართვის მოდულის მართვას და ადმინისტრირებას, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (vacancy.hr.gov.ge) მერიისთვის განკუთვნილი შესაბამისი მოდულების მართვას; პასუხისმგებელია ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და მასში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვისთვის;”;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 61 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ახორციელებს ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხებზე მოხელეთა კონსულტირებას და კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების დროულად შევსებისა და ჩაბარების ხელშეწყობას; პასუხისმგებელია პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან გათავისუფლების, სადეკლარაციო თანამდებობის შეცვლის ან შესაბამისი საშტატო ერთეულის გაუქმების, აგრეთვე საჯარო დაწესებულების სტრუქტურაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში სათანადო ინფორმაციის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მიწოდებაზე;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 2 მარტიდან.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ქაჯაია