წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ წალენჯიხის ცენტრალური მოედნისთვის გოგი კალანდიას სახელის მინიჭების თაობაზე

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ წალენჯიხის ცენტრალური მოედნისთვის გოგი კალანდიას სახელის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/01/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.104.016008
2
30/01/2026
ვებგვერდი, 19/02/2026
000000000.00.104.016008
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ წალენჯიხის ცენტრალური მოედნისთვის გოგი კალანდიას სახელის მინიჭების თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №2

2026 წლის 30 იანვარი 

. წალენჯიხა  

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  ქალაქ წალენჯიხის ცენტრალური მოედნისთვის გოგი კალანდიას სახელის  მინიჭების  თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,

1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ წალენჯიხის ცენტრალურ მოედანს მიენიჭოს გოგი კალანდიას სახელი.

2. ამ განკარგულების შესახებ ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას.

3. განკარგულება ძალაშია გაცნობისთანავე;

4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. წალენჯიხა, ლაღიძის ქ. №12).

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე                    ცოტნე შონია