დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430020000.22.022.018799 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/02/2026 - 23/03/2026)
|
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს არანაკლებ 180 და არაუმეტეს 200 კრედიტით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებისა.
2. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 240 კრედიტით, თუკი იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) არაუმეტეს 240 კრედიტის მოცულობის ბაკალავრიატის, მათ შორის, ერთობლივი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას მინიჭებული აქვს უცხოური ორგანიზაციის აკრედიტაცია, რომლის აღიარება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელა სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა (შემდგომ – ცენტრი); ბ) არაუმეტეს 240 კრედიტის მოცულობის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია როგორც საერთაშორისო ერთობლივი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა; გ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა, გარდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ (შემდგომ – სწავლის სფეროების კლასიფიკატორი) გათვალისწინებული სამართლის დეტალური სფეროს (კოდი: 0421) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა; დ) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა; ე) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა; ვ) სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული: ვ.ა) „ფარმაციის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0916) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა; ვ.ბ) „ელექტრობა და ენერგიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0713) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა; ვ.გ) „მექანიკა და ლითონის საქმის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0715) „მექანიკის ინჟინერია ან/და ტექნოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0715.1.1) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა; ვ.დ) „ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, გემები და საჰაერო ხომალდების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0716) „საავიაციო ინჟინერიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0716.1.3) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა; ვ.ე) „სურსათის გადამუშავების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0721) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა; ვ.ვ) „სამთო საქმე და მოპოვების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0724) „სამთო და გეოინჟინერიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0724.1.1) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა; ვ.ზ) „არქიტექტურა და ქალაქდაგეგმარების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0731) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა; ვ.თ) „მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0732) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა; ვ.ი) „სახვითი ხელოვნების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0213) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა; ვ.კ) „მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0215) „საშემსრულებლო ხელოვნების (სიმებიანი საკრავები/ჩასაბერი საკრავები/დასარტყამი საკრავები/ვოკალი/საგუნდო დირიჟორობა/საოპერო-სიმფონიური დირიჟორობა/კონცერტმაისტერი/კლავიშიანი საკრავები/ჯაზ-ორკესტრის საკრავები/ჯაზ-ვოკალი/პოპ-მუსიკა/ტრადიციული მუსიკა/ძველებური მუსიკალური საკრავები)“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.8), „კომპოზიციის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.9), „მუსიკოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.16) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა; ვ.ლ) „თერაპია და რეაბილიტაციის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0915) „ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაციის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0915.1.1) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა; ვ.მ) „ჯანდაცვის – არაკლასიფიცირებული“ დეტალური სფეროს (კოდი: 0919) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა; ვ.ნ) „მათემატიკის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0541) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა; ვ.ო) „ბიოლოგიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0511) „ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა; ვ.პ) „ქიმიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0531) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა; ვ.ჟ) „ფიზიკის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0533) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა; ვ.რ) „ბიოქიმიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0512) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა; ვ.ს) „დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0532) „გეოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0532.1.3) და „გეოფიზიკის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0532.1.4) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა. 3. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს არანაკლებ 60 კრედიტით ან არანაკლებ 120 კრედიტით, რომელიც აერთიანებს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის არანაკლებ 60-კრედიტიან ნაწილებს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებისა. 4. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს, თუ იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობის მაგისტრატურის, მათ შორის, ერთობლივი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამას მინიჭებული აქვს უცხოური ორგანიზაციის აკრედიტაცია, რომლის აღიარება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელა ცენტრმა; ბ) არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია როგორც საერთაშორისო ერთობლივი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა; გ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა, გარდა სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული სამართლის დეტალური სფეროს (კოდი: 0421) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამისა; დ) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა; ე) სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული: ე.ა) „ფარმაციის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0916) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა; ე.ბ) „მექანიკა და ლითონის საქმის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0715) „მექანიკის ინჟინერია ან/და ტექნოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0715.1.1) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა; ე.გ) „ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, გემები და საჰაერო ხომალდების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0716) „საავიაციო ინჟინერიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0716.1.3) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა; ე.დ) „სურსათის გადამუშავების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0721) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა; ე.ე) „სამთო საქმე და მოპოვების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0724) „სამთო და გეოინჟინერიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0724.1.1) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა; ე.ვ) „არქიტექტურა და ქალაქდაგეგმარების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0731) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა; ე.ზ) „მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0732) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა; ე.თ) „სახვითი ხელოვნების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0213) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა; ვ.ი) „მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0215) „კომპოზიციის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.9), „საეკლესიო მუსიკის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.12), „მუსიკოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.16) და „ეთნომუსიკოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.17) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა; ე.კ) „თერაპია და რეაბილიტაციის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0915) „ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაციის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0915.1.1) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა; ე.ლ) „ჯანდაცვის – არაკლასიფიცირებული“ დეტალური სფეროს (კოდი: 0919) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა. 5. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვროს არანაკლებ 3 წლით და მისი სასწავლო კომპონენტი მოიცავს არაუმეტეს 60 კრედიტს. |
| მუხლი 2 |
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ აცნობოს ცენტრს, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვადებისა და ფორმის შესაბამისად.
2. ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს საგანმანათლებლო პროგრამის შეფასება მონიტორინგის გზით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის/საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის პროცესი არ აფერხებს საგანმანათლებლო პროგრამის გახორციელების უფლებას. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები