დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 03 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.115.016457 |
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგინდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1-ის მიხედვით. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 20 თებერვლის №04 (www.matsne.gov.ge 200140030.35.115.016427 20.02.2025 წ.) დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
|
1. ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG X ITL X C X K, სადაც: ა) CN არის 1კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG არის დაბა ლენტეხის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,28-ს; გ) ITL არის ლოკალური ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 200-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
3. დაბა ლენტეხში მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 13.44 ლარს. 4. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ლენტეხისთვის დადგენილი ფასის 40%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 5.40 ლარს. 5. ლენტეხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ლენტეხისთვის დადგენილი ფასის 30%-ით და იგი შეადგენს 4,00 ლარს. 6. ,,საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ლენტეხისთვის დადგენილი ფასის 80%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 10.75 ლარს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები