დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.033.017994 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანებით (სსმ, №147, 30/11/2009, №147, მუხლი 1732) დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს სამსახურის უფროსი, ხოლო კომისიის წევრებს და კომისიის მდივანს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.“. 2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კონკურსი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად ცხადდება სამსახურის მიერ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.“. 3. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო კომისიას წარუდგენს შესაბამის დოკუმენტაციას და სამსახურის იმ თანამშრომელთა სიას, რომლებიც ექვემდებარებიან ატესტაციას, რის საფუძველზეც ატესტაციის ჩატარებაზე სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.“. 4. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
მისაღები კანდიდატების (საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების) ფიზიკური მომზადების ნორმატივები
ა) სირბილი 3200 მეტრზე
ბ) წოლბჯენში აზიდვა
გ) მუცლის პრესი
შეფასება: „ა“-„გ“ პუნქტების მიხედვით კანდიდატმა (საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელმა) უნდა დააგროვოს: დამაკმაყოფილებელი – თითოეულ სახეობაში მინიმუმ 80 ქულა, სამივე სახეობაში მინიმუმ – 240 ქულა; კარგი – თითოეულ სახეობაში მინიმუმ 90 ქულა, სამივე სახეობაში მინიმუმ – 270 ქულა; ფრიადი – თითოეულ სახეობაში სრული 100 ქულა, სამივე სახეობაში – სრული 300 ქულა.
დ) ღერძზე მიზიდვა დამაკმაყოფილებელი შეფასება – 9-ჯერ მიზიდვა. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები