„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 9-10
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/02/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.017404
9-10
24/02/2026
ვებგვერდი, 26/02/2026
010250050.35.101.017404
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9-10

2026 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-14 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 30/12/2025, სარეგიტრაციო კოდი: 010250050.35.101.017381) და ამ დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის“ მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„3 1. იმ შემთხვევაში, თუ გამოსასყიდი ავარიული საცხოვრებელი სახლი დანგრეულია ან განხორციელებულია მისი დემონტაჟი, ასევე, თუ გამოსასყიდი ავარიული საცხოვრებელი სახლი ცარიელია და ფაქტობრივი მდგომარეობით არ გამოიყენება საცხოვრებელი ან/და სხვა მიზნით, რაც დასტურდება შესაბამისი რაიონის გამგეობის მიერ, შენობა-ნაგებობის ან/და მისი მზიდი კონსტრუქციული ელემენტების ავარიულობის ხარისხი შესაძლებელია განისაზღვროს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ მიერ, რაიონის გამგეობის მიმართვის საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ აბაშიძე