„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9-8
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/02/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.017402
9-8
24/02/2026
ვებგვერდი, 26/02/2026
010260030.35.101.017402
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9-8

2026 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-12 დადგენილებაში   (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი:14/02/2019; სარეგისტრაციო კოდი: №010260300.35.101.016576) და დადგენილების:

1. პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის  ქვეპროგრამების: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01),  „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01),  „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01),  „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) განხორციელების წესი“, დანართ №2-ის შესაბამისად.“;

2. დანართი №2-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ქვეპროგრამების: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01),  „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01),  „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01),  „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) განხორციელების წესი“;

3. დანართი 2-ის პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამების „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01),  „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) განხორციელების პირობებს, დაფინანსების გაცემის წესსა  და პროცედურებს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დაფინანსებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამებში: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01),  „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.“;

გ) მე-5  და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამებით: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01),  „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01),  „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01),  „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების დაფინანსებაზე და მათ მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებზე.

6. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამებით: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01),  „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01),  „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01),  „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში სამსახურის მიერ საკუთარი კომპეტენციის შესასრულებლად და მისივე ორგანიზებით კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახორციელებელ ქმედებებზე.“.

4. დანართი №2-ის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ქვეპროგრამების: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01),  „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01),  „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01),  „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) განხორციელების მიზნით განსაზღვროს საპროექტო განაცხადის მიღების ვადა, თემატიკა და პრიორიტეტები.“.

5. დანართი №2-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროექტი უნდა შეესაბამებოდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამებით: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01),  „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01),  „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01),  „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) გათვალისწინებულ პრიორიტეტებს.“.

6. დანართი №2-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით ქვეპროგრამებისთვის: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01),  „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01),  „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01),  „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01)  გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების დაფინანსებას, სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ აბაშიძე