დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N6-17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9-6 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.35.101.017400 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N6-17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-17 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 30/12/2025, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.35.101.017383 და დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ (კოდი: 06 02 05) ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ (დანართი №2):
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განცხადებით მიმართვამდე ბოლო 1 (ერთი) წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 წლის და მეტი ასაკის პირები, ასევე 100 წლის და მეტი ასაკის პირები, რომლებსაც ამ 1 (ერთი) წლის განმავლობაში შეუწყდათ და კვლავ განუახლდათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პირი არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან ასევე იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე 100 წლის და მეტი ასაკის პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი თბილისი და აკმაყოფილებენ ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს.“. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფულადი დახმარება გაიცემა ერთჯერადად, საბიუჯეტო წლის განმავლობაში, მოსარგებლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ ქვეპროგრამის განმახორციელებლისადმი წარდგენილი განცხადების საფუძველზე. განცხადებას თან უნდა ერთოდეს მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირების შემთხვევაში განცხადებას მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლთან ერთად უნდა ერთოდეს იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, მისამართზე რეგისტრაციის შესახებ.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პირები, რომლებიც „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე აკმაყოფილებდნენ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წინაპირობებს და 2025 წელს, მომსახურე ბანკში პირად საბანკო ანგარიშზე დაერიცხათ ფულადი დახმარება ან განესაზღვრათ კუთვნილება, ამასთან, 2026 წლის 20 იანვრის მდგომარეობით წარმოადგენენ 100 წლის და მეტი ასაკის პირებს, თანხას მიიღებენ აქტიურ საბანკო ანგარიშზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები