„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.169.016605
4
25/02/2026
ვებგვერდი, 27/02/2026
190040000.35.169.016605
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2026 წლის 25 თებერვალი

ქ. დედოფლისწყარო

 

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებდედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 25.12.2025 წ. , სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.169.016598) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამა “) მე - 2 მუხლის 1-ელი პუნქტისქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით :

) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახებისთვის პირველადი საჭიროების (აუცილებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ან საოჯახო ინვენტარი ) ნივთებით უზრუნველყოფა .“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამა “) მე -2 მუხლის 1-ელ პუნქტს დაემატოსქვეპუნქტი :

) ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახის ერთჯერადი ფულადი დახმარება .“.

 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამა “) მე - 2 მუხლის მე -2 პუნქტისქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით :

) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ გამოვლენილი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახი .“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამა “) მე - 2 მუხლის მე -2 პუნქტს დაემატოსქვეპუნქტი :

) ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი .“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამა “) მე - 2 მუხლის მე -3 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით :

3. ამ მუხლის მე -2 პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიებზე , გარდა “; „ “; „ “; „ “; „ “; „ “; „ “; „ “; „ “; „ “, „ “; „ “; „დაქვეპუნქტებისა , სოციალური დახმარება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლებია .“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამა “) მე -4 მუხლის მე -14 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით :

14. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების წახალისების მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია :

) განცხადება ;

) განმცხადებლის (სტუდენტის ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ;

) ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან (აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი ) მაღალი აკადემიური მოსწრების შესახებ , სემესტრის (2025-2026 სასწავლო წელი ) მიხედვით ცალ -ცალკე დადგენილი ვადების შესაბამისად ;

) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები .“.

7. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამა “) მე - 4 მუხლს დაემატოს მე -16 პუნქტი :

„16. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახის დასახმარებლად წარმოსადგენი დოკუმენტაცია :

) განცხადება ;

) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

) ცნობა სახანძრო -სამაშველო სამსახურიდან ;

) ბინის მფლობელის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი საჯარო რეესტრიდან ან საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა , ქონების მართლზომიერი მფლობელობის შესახებ ;

) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია ოჯახის შემადგენლობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში );

) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის , სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ზარალის ოდენობის განსაზღვრისა და შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით , მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნა ;

) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები .“.

8. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამა “) მე -5 მუხლის 22- პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით :

22. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების (ყველა საგანში 91-დან  – 100 ქულის ჩათვლით ან /და GPA რეიტინგი სემესტრის მიხედვით 91 ქულიდან ზემოთ (A შეფასება ) წახალისების მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა სემესტრის მიხედვით შეადგენს 1000 ( ერთი ათასი ) ლარს .“.

9. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამა “) მე - 5 მუხლს დაემატოს 24- და 25- პუნქტები :

24. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახისათვის საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვროს დაზიანებული ფართის მიხედვით , პროცენტულად არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი ) ლარისა .“.

 25. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახებისთვის პირველადი საჭიროების (აუცილებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ან საოჯახო ინვენტარი ) ნივთების შესაძენად სოციალური დახმარების ოდენობა ერთ ოჯახზე შეადგენს არაუმეტეს 600 ლარს .“.

10. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამა “) მე - 6 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით :

მუხლი 6. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან თანადაფინანსების თანხის ოდენობა და სოციალური დახმარების კომისიის მუშაობის წესი

1. გადაუდებელი (უკვე ჩატარებული ), მწვავე სტაციონარული მკურნალობა , გეგმური სტაციონარული მკურნალობა , მაგნიტურ -რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია , წელიწადში ერთჯერ დაუფინანსდება ბენეფიციართა იმ კატეგორიას , რომლებიც სარგებლობენ საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით , რეგისტრირებულნი არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლები , შემდეგი პროპორციით :

300 (სამასი ) ლარამდე  – გადაირიცხება მოთხოვნილი თანხის 100%;

300 (სამასი ) ლარიდან ზევით  – 50%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა ;

2. სხვა ძვირადღირებული კვლევა ან სამედიცინო მანიპულაცია (ექიმის დანიშნულებით , მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით ), რომლის ერთეულის ღირებულება შეადგენს 200 (ორასი ) ლარს და მეტს , წელიწადში ერთჯერ დაუფინანსდება ბენეფიციართა იმ კატეგორიას , რომლებიც სარგებლობენ საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით , რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლები , შემდეგი პროპორციით :

200 (ორასი )-დან 300 (სამასი ) ლარამდე  – გადაირიცხება მოთხოვნილი თანხის 100%;

300 (სამასი ) ლარიდან ზევით  – 50%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.

3. მცირე ფასიანი კვლევები , ანალიზები და სხვა მანიპულაციები , რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 300 (სამასი ) ლარს და მეტს , წელიწადში ერთჯერ დაუფინანსდება ბენეფიციართა იმ კატეგორიას , რომლებიც სარგებლობენ საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით , რეგისტრირებულნი არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლები , შემდეგი პროპორციით :

300 – ლარიდან ზევით  – 50%, არაუმეტეს 500 ლარისა ;

4. 0-6 წლის ჩათვლით ბავშვებს :

) ამ მუხლის 1-ლი , მე -2 და მე -3 პუნქტებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება პირველი მომართვის შემთხვევაში დაუფინანსდებათ შესაბამისი პროპორციებით , ხოლო  მეორედ მომართვის შემთხვევაში ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებები დაუფინანსდებათ ფინანსურ დოკუმენტში მითითებული თანხიდან გამომდინარე არაუმეტეს 500 (ხუთასი ) ლარისა . ამ მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებები დაუფინანსდებათ ამავე პუნქტებით განსაზღვრული პროპორციებით , სარეიტინგო ქულის გათვალისწინების გარეშე .

) ამ მუხლის 1-ლი , მე -2 და მე -3 პუნქტებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდებათ იმ შემთხვევაშიც , თუ სამედიცინო დაწესებულება ჩართული არ არის საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ;

) ამ მუხლის 1-ლი , მე -2 და მე -3 პუნქტებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდებათ კერძო დაზღვევით სარგებლობის შემთხვევაშიც .

5. 6-18 წლამდე ბავშებს , შშმ პირებს (18 წლამდე ასაკის შშმ პირები , მკვეთრად , მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ პირები ) და ასაკით პენსიონერებს :

მაგნიტურ - რეზონანსული ტომოგრაფია , კომპიუტერული კვლევა და სხვა ძვირადღირებული (რომლის ერთეულის ღირებულებაც შედგენს 200 ლარს და მეტს ) კვლევა დაუფინანსდებათ , წელიწადში ერთჯერ , ფინანსურ დოკუმენტში მითითებული თანხის შესაბამისად არაუმეტეს 300 ლარისა , სარეიტინგო ქულის გათვალისწინების გარეშე ;

6. 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე პირებს : გადაუდებელი (უკვე ჩატარებული ), მწვავე სტაციონარული მკურნალობა დაუფინანსდებათ ამავე მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული პირობებით , სარეიტინგო ქულის გათვალისწინების გარეშე ;

7. 18 წლამდე ასაკის სპორტსმენებს ტრავმირებისას , სპორტულ ვარჯიშზე , შეჯიბრებაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში :

 ამ მუხლის 1-ლი , მე -2 პუნქტებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურება სარეიტინგო ქულის გათვალისწინების გარეშე , საყოველთაო პირველი მომართვის შემთხვევაში დაუფინანსდებათ ამავე პუნქტებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით , ხოლო მეორედ მომართვისას - ფინანსურ დოკუმენტში მითითებული თანხიდან გამომდინარე, არაუმეტეს 500 ლარისა.

8. ხანდაზმულთა პანსიონატში , შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სათემო ორგანიზაციებში ან სხვა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფ ბენეფიციარებს :

ამავე მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურება , საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში , წელიწადში ორჯერ დაუფინანსდებათ ფინანსურ დოკუმენტში მითითებული თანხის შესაბამისად , არაუმეტეს 500 (ხუთასი ) ლარისა , სარეიტინგო ქულის გათვალისწინების გარეშე .

9. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს :

) ამ მუხლის 1-ლი , მე -2 და მე -3 პუნქტებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდებათ 1000 ლარამდე თანხით ლიმიტის ამოწურვამდე (საჭიროებისამებრ ერთჯერადად ან მრავალჯერადად მომართვისას , ლიმიტის ამოწურვამდე ), სარეიტინგო ქულის გათვალისწინების გარეშე ;

) ამ მუხლის 1-ლი , მე -2 და მე -3 პუნქტებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდებათ იმ შემთხვევაშიც , თუ სამედიცინო დაწესებულება ჩართული არ არის საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ;

) ამ მუხლის 1-ლი , მე -2 და მე -3 პუნქტებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდებათ კერძო დაზღვევით სარგებლობის შემთხვევაშიც ;

10. გადაუდებელი (უკვე ჩატარებული ) სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში პაციენტი ვალდებულია წარმოადგინოს სამედიცინო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულება , შეთანხმება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი , რომელიც გულისხმობს ამ სამედიცინო დაწესებულების მიმართ პაციენტის მიერ აღიარებულ დავალიანებას და მიღებული სამედიცინო მომსახურების ღირებულების სრულად გადახდის ვალდებულებას . ამ ტიპის სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად განცხადების წარმოდგენა უნდა მოხდეს სამედიცინო დაწესებულების მიერ პაციენტის გაწერიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში .

11. ამ მუხლის 1-ლი , მე -2 და მე -3 პუნქტებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად პირველ ეტაპზე სამი თვის ვადით გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება .

12. მოქალაქეზე გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის მერიის მხრიდან ასანაზღაურებელი თანხის ჩარიცხვა მოხდება , გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე , ფაქტობრივად ჩატარებული მკურნალობის ან კვლევის შესახებ სამედიცინო დაწესებულების ან პაციენტის (მოსარგებლის ) შესაბამისი მომართვის , ინვოისის , კალკულაციის ან სხვა ფინანსური დოკუმენტისა და ავადმყოფის ისტორიიდან ამონაწერის (ფორმა № IV - 100/ ) ან სამედიცინო დასკვნის წარმოდგენის შემდეგ , იმ სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე , სადაც მოქალაქეს გაეწია შესაბამისი მომსახურება ;

13. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მსურველი პირი წელიწადში ერთჯერ ისარგებლებს , მხოლოდ ერთი ბენეფიტით , გარდა ამ მუხლის მე -4, მე -7, მე -8 და მე -9 პუნქტებით განსაზღვრული კატეგორიებისა .

14. გადაუდებელი (უკვე ჩატარებული ), მწვავე სტაციონარული მკურნალობა , გეგმიური სტაციონარული მკურნალობა , მაგნიტურ - რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია სხვა ძვირადღირებული კვლევა ან სამედიცინო მანიპულაცია , მცირე ფასიანი კვლევები და ანალიზები არ დაფინანსდება ან არ თანადაფინანსდება თუ :

) მოქალაქე ჩართულია კერძო სადაზღვევო სქემებში (გარდა ონკოლოგიური პაციენტების , 0- ან 6 წლის ჩათვლით ბავშვებისა და იმ შემთხვევისა , რომელსაც არ აფინანსებს კერძო სადაზღვევო კომპანია );

) მოქალაქეს ჩაუტარდა საკეისრო კვეთა ან იმშობიარა ფიზიოლოგიურად ;

) ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ;

) საზღვარგარეთ მკურნალობა , სქესობრივი გზით გადამდები დაავადება , უშვილობის მკურნალობა ;

) ესთეტიკური ქირურგია , კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული , სამედიცინო მასაჟი , სანატორიულ -კურორტული , სტომატოლოგიური მკურნალობა ;

) ორგანოთა ტრანსპლანტაცია და ეგზოპროტეზირების ხარჯი ;

) უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება მოქალაქის მიერ გადახდილი თანხის ან სამედიცინო დაწესებულებაში გარდაცვალების შემთხვევაში.

15. სოციალური დახმარების კომისიის მუშაობის წესი

კომისიის მუშაობა განისაზღვრება ამ წესით :

) კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება და მტკიცდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით ;

) კომისიას ჰყავს თავმჯდომარე , მოადგილე და მდივანი;

) კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე ;

) კომისიის მუშაობის პერიოდულობას განსაზღვრავს შესაბამისი კომისია ;

) კომისიის მდივანი აფორმებს კომისიის სხდომის ოქმს ;

) კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება ;

) კომისიის სხდომა უფლებამოსილია , თუ მას ესწრება სიით შემადგენლობის უმრავლესობა ;

) კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობითხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაშიგადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა;

) კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით და ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი . თითოეულ წევრს უფლება აქვს წერილობით გამოხატოს განსხვავებული აზრი , რომელიც ერთვის ოქმს .

) კომისიის სხდომის ოქმი მტკიცდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით .“

11. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამა “) მე -8 მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტებში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით :

„2. მე -5 მუხლის მე -22 პუნქტით გათვალისწინებული მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების წახალისების მიზნით პირველ ეტაპზე (I სემესტრის დასასრული ) ერთჯერადი ფულადი დახმარების 1000 (ერთი ათასი ) ლარის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ბოლო ვადად განისაზღვროს 2026 წლის 1 მაისი , ხოლო მეორე ეტაპზე (II სემესტრის დასასრული ) – 2026 წლის 1 დეკემბერი.

3. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახებისთვის პირველადი საჭიროების (აუცილებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ან საოჯახო ინვენტარი ) ნივთების შეძენა , ერთ ოჯახზე არაუმეტეს 600 ლარის ფარგლებში , მოხდება ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების სოციალური მუშაკისა და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ჩართულობით შეფასების (დასკვნის ) დოკუმენტის , ამავე განყოფილების უფროსის მოხსენებითი ბარათის , შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებისა და მუნიციპალიტეტის მერის თანხმობის საფუძველზე , „სახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად . შეძენილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ან საოჯახო ინვენტარის გაცემა განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებისა და მიღება -ჩაბარების აქტის საფუძველზე .“.

12. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამა “) მე -8 მუხლს დაემატოს  მე-14 პუნქტი :

14. მე -5 მუხლის 24-ე პუნქტით გათვალისწინებული ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახის შემთხვევაში საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი ) ლარი გაიცემა , მერიის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ზარალის ოდენობის განსაზღვრისა და შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით , მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე , საცხოვრებელი ფართის დაზიანებული ნაწილის (პროცენტულად , წილობრივად ) შესახებ , სტიქიური უბედურების დადგომიდან სამი თვის ვადაში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე .“.

13. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2 („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამის ბიუჯეტი “) ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის ).

  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი



დანართი 
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამის ბიუჯეტი

 


დასახელება

სოციალური დახმარების

მოცულობა (ლარი)

ერთ  ბენეფიციარზე  ან ოჯახზე

სულ

1

 უფასო კვების ობიექტის დაფინანსება

 

380 000

2

 სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურების დაფინანსება

300 ლარი

1000

3

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება

 

1 025 000

ა)

მშშს, შშს მქონე არასრულწლოვან  ბავშვთა, ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა, მარტოხელა მშობელთა, მრავალშვილიან მშობელთა (ერთი, ორი ან სამი არასრულწლოვანი ბავშვით, მათ შორის გერი შვილ(ებ)ი), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულისა  და მეორე მსოფლიო ომის მონაწილის ოჯახთა ყოველთვიური ფულადი დახმარება, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად, ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად

18 ან 22 ლარი ყოველთვიურად

45 000

 

ბ)

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრის (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული) ოჯახზე ფულადი დახმარება

2000 ლარი ერთჯერადად

20 000

გ)

ფაშიზმზე გამარჯვების საიუბილეო დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეზე  ფულადი დახმარება

500 ლარი ერთჯერადად

500

 

დ)

ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით  დაზარალებული, უსახლკარო და ავარიული საცხოვრებელი სახლის (ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი) მფლობელი ოჯახების ყოველთვიური ბინის ქირით უზრუნველყოფა

210.53 ლარამდე ყოველთვიურად (საშემოსავლო  გადასახადის ჩათვლით)

50 000

ე)

საიუბილეო დღესთან დაკავშირებით, 100  და 100 წელზე ზევით ხანდაზმულ მოქალაქეზე ფულადი დახმარება

1000 ლარი ერთჯერადად

7 000

ვ)

დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების (სადაც ორივე მშობელი  ან მარტოხელა მშობელი  რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) ერთჯერადი ფულადი დახმარება (2025  წლის ვალდებულების გათვალისწინებით)

თითოეულ ბავშვზე     500, 700, 1000  ლარი ერთჯერადად

90 000

ზ)

ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქისათვის სამკურნალო სეანსების ჩასატარებლად, ტრანსპორტირების ხარჯის  უზრუნველყოფის მიზნით სოციალური დახმარება

200 ლარი

ყოველთვიურად

45 000

თ)

მრავალშვილიანი ოჯახის (სადაც იზრდება ოთხი და მეტი შვილი, მათ შორის გერი შვილ(ებ)ი და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი) ფულადი დახმარება

თითოეულ ბავშვზე 200 ლარი ერთჯერადად

80 000

ი)

სამედიცინო მომსახურების  დაფინანსება ან თანადაფინანსება   (2025  წლის ვალდებულების გათვალისწინებით)

500 ლარამდე

240 385

კ)

სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის მიზნით სოციალური დახმარება

100 ლარი ერთჯერადად

80 000

ლ)

აუტისტური სპექტრისა და დაუნის სინდრომის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა ოჯახზე სოციალური დახმარება

500 ლარი ერთჯერადად

10 000

მ)

რეაბილიტაცია/აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის შშმ პირის ტრანსპორტირების ხარჯის დაფინანსება

50, 100 ან 200 ლარი ყოველთვიურად

50 000

ნ)

გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიის დიათეზით“ და(2025 წლის ვალდებულების გათვალისწინებით)ავადებულ არასრულწლოვან ბავშვისთვის სპეციალური საკვები პროდუქტების შესაძენად სოციალური დახმარება

150 ლარი      ყოველთვიურად

3 600

ო)

სუბსიდია - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ხანდაზმულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ზოგადად მოწყვლადი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლებში

__

95 000

პ)

პერსონალური ასისტენტის სერვისის დაფინანსება (2025 წლის ვალდებულების გათვალისწინებით)

-

87 000

ჟ)

მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების წახალისების მიზნით ფულადი დახმარება

თითოეულ სემესტრში                    1000 ლარი ერთჯერადად

80 000

რ)

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახებისთვის პირველადი საჭიროების (აუცილებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ან საოჯახო ინვენტარი)  ნივთებით უზრუნველყოფა

2025 წლის დავალიანების დასაფარად

თითოეულ ოჯახზე 600 ლარამდე ერთჯერადად

20 000

 

 

4 500

ს)

სოციალური საფრთხის წინაშე, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის თავშესაფარში უზრუნველყოფისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება;

930 ან 1085 ლარი ერთჯერადად

2 015

ტ)

ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახის ერთჯერადი ფულადი დახმარება.

5000 ლარამდე ერთჯერადად

15 000

 

სულ:

1 406 000