დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.120.016540 |
|
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 25/12/2025, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016530) შეტანილ იქნეს ცვლილება.
2. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებით დამტკიცებული „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“: ა) პირველი მუხლის: ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები 2026 წლის 1 იანვრის შემდეგ შვილის შეძენის შემთხვევაში მიიღებენ დაფინანსებას ერთჯერადად 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. 2026 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ახალშობილებზე დაფინანსება ერთჯერადად 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით გაიცემა იმ ახალშობილის მშობლებზე, რომლის ერთი მშობელი მაინც, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, რეგისტრირებული იყო სამტრედიის მუნიციპალიტეტში არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრამდე და ამ თარიღიდან უწყვეტად ინარჩუნებს რეგისტრაციას ახალშობილის დაბადებამდე. იმ შემთხვევაში, თუ სამტრედიის მუნიციპალიტეტში არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული იყო ახალშობილის მხოლოდ დედა და ამ თარიღიდან უწყვეტად ინარჩუნებს რეგისტრაციას ახალშობილის დაბადებამდე, ამ შემთხვევაში 2026 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ახალშობილზე დაფინანსება ერთჯერადად 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით გაიცემა, თუ ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობდა სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2026 წლის 1 იანვრამდე და ამ დროიდან უწყვეტად ცხოვრობს სამტრედიის მუნიციპალიტეტში.“; ა.ბ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-3 მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს, შშმპ და ომის ვეტერანები, ონკოლოგიური პაციენტები, მრავალშვილიანი ოჯახის (4 და მეტი 18 წლამდე) წევრი, მარტოხელა პირი (პირი, რომელთანაც არ ცხოვრობს სრულწლოვანი შრომისუნარიანი პირი), 1.00-დან-500 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 100%-ით, 500-1000 ლარის ჩათვლით 500 ლარით, 1000 ლარის ზემოთ 600 ლარით;“; ბ.ბ) მე-2 პუნქტის „ა“-ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს, შშმპ და ომის ვეტერანები, ონკოლოგიური პაციენტები, მრავალშვილიანი ოჯახის (4 და მეტი 18 წლამდე) წევრი, მარტოხელა პირი (პირი, რომელთანაც არ ცხოვრობს სრულწლოვანი შრომისუნარიანი პირი), 1.00-დან 800 ლარის ჩათვლით მაქსიმუმ 300 ლარით, 800 ლარის ზემოთ 400 ლარით;“ ბ.გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ქვეპუნქტი: „თ) მარტოხელა პირის (პირის, რომელთანაც არ ცხოვრობს სრულწლოვანი შრომისუნარიანი პირი) შემთხვევაში, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, რომ ამ პირთან არ ცხოვრობს სრულწლოვანი შრომისუნარიანი პირი.“; გ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად 300-ლარიან სოციალურ დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახები და ომის მონაწილეები: ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შშმ პირები; ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები.“; დ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მცხოვრებ ოჯახებს, რომლებიც წარმოადგენენ რისკის ქვეშ (საჭიროებენ გადაუდებელ სარემონტო სამუშაოს ჩატარებას), უკიდურეს მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს, რომელთაც არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ ოჯახის სარჩენად, ასევე მოქალაქეებს, რომლებიც არიან ჯანმრთელობის მხრივ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, დახმარების ოდენობა განისაზღვროს მერიაში შექმნილი კომისიის მიერ, სიმძიმის მიხედვით 100-დან 1000 ლარის ჩათვლით: ა) არის მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი პირი, უმუშევარი, სოციალურად დაუცველი, შშმპ, შეჭირვებული – 100 ლარი; ბ) არის მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი პირი, უმუშევარი, სოციალურად დაუცველი, არა აქვს საკუთარი სახლი და ცხოვრობენ სხვის ბინაში –150 ლარი; გ) წარმოდენილი აქვს ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა №100 – 150 ლარი; დ) წარმოდგენილი აქვს ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა №100, დაავადებულია რამდენიმე ქრონიკული დაავადებით – 200 ლარი; ე) წარმოდგენილი აქვს ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა №100, აქვს უმძიმესი საბინაო და საყოფაცხოვრებო პირობები – 300 ლარი; ვ) არის შშმ პირი, მრავლშვილიანი (3 და მეტი) ოჯახი, რომლებსაც არა აქვს საცხოვრებელი სახლი და ცხოვრობენ სხვის ბინაში – 500 ლარი; ზ) საჭიროებენ გადაუდებელ სარემონტო სამუშაოს ჩატარებას – 500 ლარი. განსაკუთრებულ შემთხვევაში 1000 ლარი.“; ე) 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამა მიზნად ისახავს უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, რომელთა საცხოვრებელი სახლები ამორტიზებულია და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, მოსახლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხეს წარმოადგებს და არ ექვემდებარება აღდგენას/რეაბილიტაციას ან შესაძლებელია რეაბილიტაცია, ან ოჯახს არ გააჩნია საცხოვრებელი ფართი. აღნიშნულის გათვალისწინებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებულ იქნა ქვეპროგრამა „მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა“. ქვეპროგრამის მიზანია ამ ოჯხაბისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა, სოციალური რისკების შემცირება და მათი სოციალური ფუნქციონირების ამაღლება. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება „მცირეფართიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროექტი“, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტი, საჭიროების მიხედვით უზრუნველყოფს ახალი საცხოვრებელი სახლის აშენებას ან არსებული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები