დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის 2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.142.016374 |
|
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის 2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის 2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/01/2026, 010250020.35.142.016370) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის
ა) მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მარჩენალდაკარგულ არასრულწლოვან პირს, რომელიც რეგისტრირებულია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გაეწიოს ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარეიტინგო ქულების გარეშე.“; ბ) მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მარჩენალდაკარგულ პირებს, რომლებიც სკოლის შემდგომ სწავლას გააგრძელებენ (მათ შორის 26 წლის ასაკამდე) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (გარდა სამაგისტრო კურსისა), ყოველი სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება 1250 (ერთი ათას ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სარეიტინგო ქულების გარეშე. მარჩენალდაკარგულ პირებს, რომლებიც სწავლობენ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში (კოლეჯი), წელიწადში ერთხელ, სასწავლო წლის დასრულებამდე, ერთჯერადად მიეცემათ ფულადი დახმარება 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სარეიტინგო ქულების გარეშე.“; გ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დახმარების მიღების მიზნით სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ცნობა სწავლის ადგილიდან (დედანი); დ) მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი/ასლები; ე) ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამ თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (საზღვარგარეთ სწავლის შემთხვევაში); ვ) სტუდენტის საბანკო რეკვიზიტები.“; დ) მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თანადაფინანსების მისაღებად ბავშვის მშობელმა/მეურვემ ან/და კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) ბავშვის დაბადების მოწმობა; გ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მეურვის ან/და კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში – მეურვეობის ან/და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საჭირო მომსახურების მიღების შესახებ – ფორმა №IV-100/ა, ბავშვის დიაგნოზის (საერთაშორისო კოდის მითითებით) და საჭიროებების მითითებით; ე) ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამ თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვეყნის ფარგლებს გარეთ ადრეული განვითარების/რეაბილიტაცია/აბილიტაციის, 18 წლამდე ასაკის ბავშვთა შეძენილი დაავადების, ასევე მკურნალობის შემდგომი რეაბილიტაციის შემთხვევაში); ვ) მომსახურე ლიცენზირებული დაწესებულების რეკვიზიტები.“; ე) 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ფორმა №IV-100/ა – ცნობა ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, ჩატარებული გამოკვლევების, დიაგნოზისა და შესაბამისი კოდის მითითებით; დ) ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამ თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობის/თერაპიის შემთხვევაში); ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.“; ვ) 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ფორმა № IV-100/ა – ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; დ) ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამ თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (საზღვარგარეთ დიალიზისა და ჰემოდიალიზის ჩატარების შემთხვევაში); ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები