დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 ოქტომბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.122.016790 |
|
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 ოქტომბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობების
განვითარების
ხელშემწყობი
პროგრამის
განსახორციელებლად
გათვალისწინებული
თანხების
განკარგვის
, თანადაფინანსებისა
და
ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობების
აღრიცხვის
წესის
დამტკიცების
შესახებ
“ წყალტუბოს
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
2016 წლის
28 ოქტომბრის
№30 დადგენილებაში
(სსიპ
,,საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
“, ვებგვერდი
– www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო
კოდი
: 010250020.35.122.016373; 01/11/2016) შეტანილ
იქნეს
შემდეგი
ცვლილებები
:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1 -ის მე -4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ “ ქვეპუნქტი . ,,დ ) ამხანაგობის მიერ შერჩეული , მომსახურე ორგანიზაციის /მეწარმე სუბიექტის მიერ მომზადებული შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის დედანი და ელექტრონული ვერსია , რომელიც შედგენილი უნდა იყოს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით . საჭიროების შემთხვევაში არქიტექტურული პროექტი . 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის მე -5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით : „ 1. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებია : ა ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეკონსტრუქცია , რეაბილიტაცია ; ბ ) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ლიფტების რეაბილიტაცია და პანდუსების მოწყობა ; გ ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული წყალკანალიზაციის კომუნიკაციების აღდგენა-რეაბილიტაცია ; დ ) მრავალბინიანი საძირკვლების გამაგრება და სარდაფების მოწესრიგება ; ე ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და სხვა საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია , რეაბილიტაცია ; ვ ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა ; ზ ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების რეაბილიტაცია .“ 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის მე -6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით : „1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის , კეთილმოწყობისა და შესყიდვების სამსახური , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით , აღრიცხავს , განიხილავს ამხანაგობის მიერ შემოტანილ განცხადებას შესაბამის ხარჯთაღრიცხვასთან ერთად და ამოწმებს მის შესაბამისობას ამ წესით დადგენილ პირობებთან . სამსახური ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს წინადადებები განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ .“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის მე -7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით : „ 1. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ით და დანართ №3-ით განსაზღვრული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობისაგან განსხვავებული დაფინანსების , მერიის მიერ მეტი წილის ან სრულად დაფინანსების შემთხვევაში განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი კომისია , თუ შეფასების შედეგად დადგინდება , რომ საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის რომელიმე კომპონენტი არის ავარიული და საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას .“. 5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით : დანართი №2
6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №3 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით : დანართი №3
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ამ ცვლილების ამოქმედებამდე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში დარეგისტრირებულ განცხადებებსა და შესაბამის დოკუმენტაციაზე გადაწყვეტილების მიღებისას გავრცელდეს განცხადების შემოტანის დროს მოქმედი სამართლებრივი აქტით დადგენილი მოთხოვნები და წესები. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები