„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-ს
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 25/02/2026
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 010240010.30.060.016103
01-ს
25/02/2026
ვებგვერდი, 04/03/2026
010240010.30.060.016103
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

კანონი

 

 

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი, 25/03/2020; სარეგისტრაციო კოდი 010240010.30.060.016060) შეტანილ იქნეს ცვლილებები და კანონის:
1. 33- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მთავრობა, მთავრობის წევრი (შემდგომში – ადრესატი) ვალდებულია უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვაზე გასცეს დროული და სრული პასუხი. წერილობითი პასუხი გაცემული უნდა იქნეს კითხვის მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა. შესაბამის პირს კითხვის ავტორთან შეთანხმებით კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაუგრძელდეს 5 დღით.

2. კითხვაზე პასუხს ხელს აწერს უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვის ადრესატი.“.

2. 34- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„1. უმაღლესი საბჭოს ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ხუთკაციან ჯგუფს უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს ადრესატს. ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვის ადრესატი ვალდებულია პირადად უპასუხოს დასმულ შეკითხვას უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე, ადრესატი ვალდებულია შეკითხვაზე წერილობითი პასუხი გადასცეს უმაღლესი საბჭოს აპარატს პლენარული სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ 2 დღისა. შეკითხვაზე პასუხს ხელს აწერს ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვის ადრესატი.“.


მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეგიორგი ჯინჭარაძე

 

 

25 თებერვალი 2026 წ.

ქ. თბილისი

N01-ს