დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.130.016548 |
|
„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 15/01/2018 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.130.016265) და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების დაფინანსების გაცემისა და მიღების წესი
|
ეს წესი განსაზღვრავს საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს. ეს წესი ვრცელდება საჩხერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებზე, რომლებიც საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან, განცხადებით მომართვამდე, უწყვეტად არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში.
თავი I სოციალური დახმარების სახეები მუხლი 1. სოციალური დახმარების სახეები საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი სახის სოციალური დახმარებები: ა) ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები; ბ) მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი გარდაცვლილი პირის დაკრძალვის ხარჯები; გ) ავადმყოფთა სოციალური დაცვა; დ) სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება; ე) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა; ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა; ზ) ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი ფორმით გასაცემი დახმარებები; თ) მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა; ი) საცხოვრებლით უზრუნველყოფა; კ) სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ,,უფასო სადილით“ უზრუნველყოფა; ლ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება. თავი II ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი მუხლი 2. ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით: ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება; ბ) სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლ ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება; გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება. 2. დახმარების მისაღებად გარდაცვლილის ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) გარდაცვლილი ომის ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ვეტერანის მოწმობის ასლი; ე) ქორწინების მოწმობის ასლი, შვილის დაბადების მოწმობის ასლი ან პირის კანონისმიერი მემკვიდრეობის დამადასტურებელი საბუთი; ვ) უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიში. მუხლი 3. სარიტუალო ხარჯები 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი გარდაცვლილი პირის სარიტუალო მომსახურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 2. თანხის მიღებაზე და განკარგვაზე პასუხისმგებელი პირია შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ან/და მაჟორიტარი დეპუტატი. 3. მუნიციპალიტეტში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) ერთობლივი წერილობითი მომართვა; ბ) მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი გარდაცვლილი პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი; გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის და დეპუტატის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ერთ-ერთი უფლებამოსილი პირის საბანკო რეკვიზიტი. მუხლი 4. ავადმყოფთა სოციალური დაცვა 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც ესაჭიროება გეგმური და გადაუდებელი სტაციონარული ქირურგიული ოპერაცია და სხვა სამედიცინო მომსახურება მიეცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 3000 (სამიათასი) ლარამდე თანხის ოდენობით, ხოლო მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში (150 000 ქულის ჩათვლით), ან აქვს შეზღუდული შესაძლებლობის ან ვეტერანის სტატუსი მიეცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარამდე თანხის ოდენობით. ბარიატრიული ქირურგიის შემთხვევაში მოქალაქე დაფინანსდება 1000 (ათასი) ლარამდე თანხის ოდენობით, ხოლო მოქალაქე, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში (150 000 ქულის ჩათვლით), ან აქვს შეზღუდული შესაძლებლობის ან ვეტერანის სტატუსი, დაფინანსდება 2000 (ორი ათასი) ლარამდე თანხის ოდენობით. ბენეფიციარმა, მისი ოჯახის წევრმა ან სამედიცინო დაწესებულებამ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება (წერილი); ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ განმცხადებელი ბენეფიციარის ოჯახის წევრია, ასევე განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამკურნალო დაწესებულების ანგარიშფაქტურა, ხოლო გაწეული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში ბენეფიციარს/ბენეფიციარის ოჯახის წევრს და სამედიცნო დაწესებულებას შორის გაფორმებული შეთანხმების აქტი ვალის აღიარების შესახებ; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 – დედანი ან ასლი); ე) ინფორმაცია ბენეფიციარის საყოველთაო ჯანდაცვით ან სხვა სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ვ) შშმ პირის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა; ზ) ვეტერანის შემთხვევაში, ვეტერანის მოწმობის ასლი; თ) სოციალურად დაუცველი პირის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი; ი) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე; კ) დებულების ამ პუნქტით ვერ ისარგებლებს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე, რომლის წლიური შემოსავალიც აღემატება 40000 (ორმოცი ათასი) ლარს, ასევე მოქალაქე, რომელიც აპირებს სამედიცინო მომსახურება მიიღოს, ან უკვე მიიღო იმ დაწესებულებაში, რომელიც გასულია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამიდან. 2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც ესაჭიროება სხვადასხვა სახის კვლევა, მიეცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარამდე თანხის ოდენობით, ხოლო მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში (150 000 ქულის ჩათვლით), ან აქვს შეზღუდული შერსაძლებლობის ან ვეტერანის სტატუსი, მიეცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარამდე თანხის ოდენობით. ბენეფიციარმა, მისი ოჯახის წევრმა ან სამედიცინო დაწესებულებამ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება (წერილი); ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ განმცხადებელი ბენეფიციარის ოჯახის წევრია, ასევე განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამკურნალო დაწესებულების ანგარიშფაქტურა, ხოლო გაწეული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში ბენეფიციარს/ბენეფიციარის ოჯახის წევრს და სამედიცნო დაწესებულებას შორის გაფორმებული შეთანხმების აქტი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 – დედანი ან ასლი); ე) შშმ პირის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა; ვ) ვეტერანის შემთხვევაში ვეტერანის მოწმობის ასლი; ზ) სოციალურად დაუცველი პირის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი; თ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე; 3. მოქალაქე, რომლის ჩატარებული ან ჩასატარებელი სამედიცინო მომსახურების ღირებულებიდან დარჩენილია 300 (სამასი) ლარზე ნაკლები თანხა (გარდა მოწყვლადი კატეგორიისა, კერძოდ, სოციალურად დაუცველი (150 000 ქულის ჩათვლით), მრავალშვილიანი ოჯახი, შშმ სტატუსის მქონე პირი, ვეტერანი, მარჩენალდაკარგული, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი, დევნილი) მუნიციპალური სოციალური პროგრამით ვერ ისარგებლებს. 4. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელიც თირკმლის უკმარისობის გამო გადის დიალეზით მკურნალობის კურსს სხვადასხვა ქალაქში, მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. ბენიფიციარმა ან მისი ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ განმცხადებელი ბენეფიციარის ოჯახის წევრია, ასევე განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 დედანი ან ასლი); დ) ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) თანხის მიღებაზე პასუხისმგებელი პირის საბანკო ანგარიში. 5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარდა მე-4 პუნქტისა, ბენეფიციარის დაფინანსების შესახებ საგარანტიო წერილს გასცემს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ან მერის მოადგილე. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით მოსარგებლე ბენეფიციართა, საჩხერის სოციალური მომსახურების სააგენტოში ყოველთვიურად გადამოწმებას უზრუნველყოფს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. მუხლი 5. სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც სტიქიური უბედურების/ხანძრის შედეგად დაეწვა საცხოვრებელი სახლი, მიეცემა დახმარება 10 000 (ათი ათასი) ლარამდე თანხის ოდენობით; 2. დაზარალებულმა სტიქიური უბედურების დადგომიდან ორი თვის ვადაში მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სშსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საჩხერის რაიონული სამმართველოდან; დ) ცნობა სშსს, სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოდან; ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია ხაძრის შესახებ; ვ) დაზარალებულის საბანკო ანგარიში. მუხლი 6. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს რომელსაც შეეძინება პირველი ან მეორე შვილი, მიეცემა დახმარება ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, მესამე ან მეოთხე შვილი, მიეცემა დახმარება ერთჯერადად 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო მეხუთე და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში – 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით (ტყუპების შეძენის შემთხვევაში შესაბამისი თანხა გაიცემა თითოეულ ბავშვზე). დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; დ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიში. 2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ხანდაზმულს (100 წელი და ზევით) მიეცემა დახმარება ერთჯერადად 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. ხანდაზმულის ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის და ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მინდობილი პირის საბანკო ანგარიში. 3. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 700 (შვიდასი) ლარამდე თანხის ოდენობით ერთჯერადად გაეწევათ: დედით ან მამით ობოლ, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე, მრავალშვილიან ოჯახში მცხოვრებ (4 და მეტი შვილი), სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრებ (რომელთაც აქვთ მინიჭებული 100000-მდე სარეიტინგო ქულა), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული მშობლის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობლის სტუდენტებს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტს 1000 (ათასი) ლარამდე თანხის ოდენობით. სტუდენტმა ან მისმა მშობელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის საფასურის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ; გ) სტუდენტის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ განმცხადებელი მშობელია, მშობლის პირადობის მოწმობის ასლიც; დ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობის ასლი, გარდაცვალების მოწმობის ასლი, ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ, ცნობა იძულებით გადაადგილებული პირის შესახებ, ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი); ე) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით აკრედიტებულ უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე. 4. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ ოჯახს, რომელიც ცხოვრობს სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში, იმყოფება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში (100001 ნაკლები ქულის მქონე ოჯახი), არ აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და საკუთარი სახსრებით ეწევა საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრებით სამუშაოებს, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით მიეცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარამდე თანხის ოდენობით. ოჯახის საცხოვრებელი მდგომარეობის შესახებ დასკვნას ადგენს ამ მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი. დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება ამ დებულების მე-15 მუხლით შექმნილ სამუშაო ჯგუფს. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ; დ) ცნობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლიდან, მასზე, რომ ოჯახი მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ე) საცხოვრებელი პირობების ამსახველი ფოტომასალა, დამოწმებული შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ; ვ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 5. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს განსაკუთრებულ შემთხევაში მიეცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარამდე თანხის ოდენობით. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სოციალური მომსახურების საგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) განსაკუთრებული შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი ან ასლი) ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში; ე) დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიში. 6. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის მონაწილეზე, რომელიც რეგისტრირებულია საჩხერის სოციალური მომსახურების სააგენტოში გაიცეს დახმარება ერთჯერადად, 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმოს საჩხერის სოციალური მომსახურების სააგენტოში. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიში. მუხლი 7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვან მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. შშმ პირის კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შშმ პირის დაბადების მოწმობის ასლი; დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ; ე) უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიში. 2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს, რომელსაც ესაჭიროება ინდივიდუალური დამხმარე საშუალება და რომელიც არ ფინანსდება ან ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიეცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. შშმ პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) შშმ პირის დაბადების მოწმობის ასლი; გ) არასრულწლოვნის შემთხვევაში არასრულწლოვნის დაბადების მოწმობის ასლი; დ) კანონიერი წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი; ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ; ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 – დედანი ან ასლი), სადაც განსაზღვრული იქნება შშმ პირის კონკრეტული დამხმარე საჭიროება; ზ) შესაბამისი სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების ანგარიშ-ფაქტურა (დედანი ან ელექტრონული ვერსია); თ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე. 3. საჩხერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, საპენსიო ასაკს მიუღწეველ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ასაკით პენსიონერ (ეტლით მოსარგებლე, საწოლს მიჯაჭვული) პირს, ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველსაყოფად (ჰიგიენური საფენი, განავლის მიმღები, ჰიგიენური ზეწარი), მიეცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. შშმ პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს. ა) განცხადება; ბ) შშმ პირის პირადობის მოწმობის ასლი; გ) არასრულწლოვნის შემთხვევაში არასრულწლოვნის დაბადების მოწმობის ასლი; დ) კანონიერი წარმომადგენელის არსებობის შემთხვევაში წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი; ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ; ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 – დედანი ან ასლი), სადაც განსაზღვრული იქნება ჰიგიენური საშუალებების გამოყენების საჭიროება; ზ) შესაბამისი სერვისის მომწოდებელი დაწესებულების ანგარიშ-ფაქტურა; თ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე. მუხლი 8. ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი ფორმით გასაცემი დახმარებები 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომის მონაწილე ვეტერანს, რომელიც ასევე არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, მიეცემა დახმარება ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ომის მონაწილის (ვეტერანის) დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ; ე) მინდობილი პირის საბანკო ანგარიში. მუხლი 9. მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დედით ან მამით ობოლ არასრულწლოვან მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. არასრულწლოვნის კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა გარდაცვალების შესახებ; დ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები); ე) უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიში. 2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად, 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები); დ) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ; ე) დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიში. მუხლი 10. საცხოვრებლით უზრუნველყოფა 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს თავშესაფარი, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ბინის დაქირავებისათვის მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარამდე თანხის ოდენობით. ბინის დაქირავება მოქალაქემ უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც თვითონ არის რეგისტრირებული. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი (დამქირავებლის და გამქირავებლის); გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია, როგორც ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ასევე განმცხადებლის თავშესაფარის არქონის შესახებ; დ) ხელშეკრულება ქირავნობის შესახებ (ნოტარიუსის მიერ დამოწმებული), სადაც მითითებული იქნება ქირავნობის თანხა (ასლი); ე) დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიში. 2. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახებს (ეკომიგრანტებს) ბინის დაქირავებისათვის მიეცემათ დახმარება ყოველთვიურად 500 ლარამდე თანხის ოდენობით (თანხის ოდენობა განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ ოჯახში ფაქტობრივად მცხოვრებ წევრთა რაოდენობის მიხედვით). ბინის დაქირავება მოქალაქემ უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც თვითონ არის რეგისტრირებული, გარდა ისეთი გამონაკლისისა, როდესაც კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში ფიზიკურად არ მოიძებნება გასაქირავებელი ფართი. ეკომიგრანტ ოჯახებზე, მუნიციპალიტეტის მიერ ბინის დაქირავებისათვის დახმარების მიცემა განხორციელდება, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის განმავლობაში. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტები) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიისა და სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილება სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე; გ) პირადობის მოწმობის ასლი (დამქირავებლის და გამქირავებლის); დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა ოჯახში ფაქტობრივად მცოხვრებ წევრთა რაოდენობის შესახებ; ე) დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიში. მუხლი 11. სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის „უფასო სადილით“ უზრუნველყოფა საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეს „უფასო სადილით“ უზრუნველყოფის მიზნით, გაეწევა დახმარება და დღეში ერთჯერ მიეცემა უფასო სადილი (მენიუს შესაბამისად). ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) არასრულწლოვნის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი. მუხლი 12. სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ ბავშვიან ოჯახს, რომელიც ცხოვრობს სოციალური საფრთხის წინაშე და ესაჭიროება დაცვა, მხარდაჭერა და გაძლიერება, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად მიეცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარამდე თანხის ოდენობით. 2. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის განხილვა გადაწყვეტილების მიღების მიზნით ხორციელდება საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების გაცემის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე. 3. პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმი: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახი (სარეიტინგო ქულა 120 000-ის ჩათვლით); ბ) მშობლის/მშობლების/მეურვის/მარჩენალის გარდაცვალება; გ) ოჯახის შემოსავლის წყაროს დაკარგვა (მშობლებმა დაკარგეს სამსახური); დ) ბავშვის/მშობლის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება; ე) ოჯახს მოეხსნა/შეუჩერდა სოციალური დახმარება და ოჯახი აღმოჩნდა ეკონომიკური კრიზისის წინაშე ან ოჯახს უწევს მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში ცხოვრება; ვ) ძალადობის მსხვერპლი მშობელი/არასრულწლოვანი; ზ) მარტოხელა მშობელი; თ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნის ოჯახი; ი) მრავალშვილიანი (0-18 წლის ჩათვლით) ოჯახი. 4. დახმარების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაცია: ა) არასრულწლოვნის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება; ბ) არასრულწლოვნის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №100 – დედანი ან ასლი (საჭიროების შემთხვევაში); ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (საჭიროების შემთხვევაში); ვ) სამედიცინო მომსახურების დამადასტურებელი ანგარიშფაქტურა, ინვოისი (საჭიროების შემთხვევაში); ზ) ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნის სტატუსის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში); თ) მარტოხელა მშობლის საბუთი (საჭიროების შემთხვევაში); ი) უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიში; კ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ან/და საჯარო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დასახმარებელი ოჯახის მძიმე სოციალურ მდგომარეობას. თავი III მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება მუხლი 13. ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა 1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას. 2. მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციას. 3. მუნიციპალიტეტში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად და სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განსახილველად წარსადგენად ეგზავნება საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს. მუხლი 14. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფლებამოსილება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და ამზადებს სამუშაო ჯგუფის სხდომის დღის წესრიგს, თუ განცხადება და თანდართული დოკუმენტები ხარვეზიანია მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად. მუხლი 15. სამუშაო ჯგუფი 1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ მომზადებულ დღის წესრიგს თანდართული დოკუმენტებით განიხილავს სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ქმნის საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებივი აქტით. 2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 წევრისაგან. სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, არანაკლებ საერთო შემადგენლობის 1/3-ისა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა. 3. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად სამსახური ამზადებს ბრძანების და საგარანტიო წერილის პროექტებს. მუხლი 16. სხდომის ოქმი 1. სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. 2. სამუშაო ჯგუფის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის მდივანი, რომელიც პასუხისმგებელია ასევე ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე. 3. სამუშაო ჯგუფის ოქმები იკერება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. მუხლი 17. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ამზადებს ბრძანების პროექტს და წარუდგენს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს ხელმოსაწერად, ხოლო საგარანტიო წერილის არსებობის შემთხვევაში წარუდგენს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ხელმოსაწერად. მუხლი 18. დახმარების გაცემა 1. სოციალური დახმარების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება ეგზავნება მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურს. 2. დახმარება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. 3. აღნიშნული წესის საფუძველზე გაცემული საგარანტიო წერილის ანაზღაურებას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ. 4. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას წარმოუდგინოს საგარანტიო წერილის გაცემიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის ვადაში. დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე, საგარანტიო წერილის ვადის განსზღვარა შეიძლება მოხდეს ინდივიდუალურადაც, სამუშაო ჯგუფის მიერ. საგარანტიო წერილში მითითებული ვადის დარღვევის შემთხვევაში თანხის ანაზღაურება არ განხორციელდება. თავი IV დასკვნითი დებულებანი მუხლი 19. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები