„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 84
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 480040030.10.003.025633
84
26/02/2026
ვებგვერდი, 27/02/2026
480040030.10.003.025633
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №84

2026 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/12/2013, 480040030.10.003.017482) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1.  დადგენილებას მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

მუხლი 21. დამტკიცდეს თანდართული „იმ ქვეყნების ნუსხა, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს არარეზიდენტი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი“ (დანართი №3).“.

2. დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის („იმ ქვეყნების ნუსხა, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები“):

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში აკრედიტებულია ალბანეთის რესპუბლიკაში (მხოლოდ საკონსულო ფუნქციები), მავრიტანიის ისლამურ რესპუბლიკაში, სუდანის რესპუბლიკაში, ბოსნიასა და ჰერცეგოვინასა და ალჟირის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში.“;

ბ) 32-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32. საქართველოს საელჩო ბულგარეთის რესპუბლიკაში აკრედიტებულია ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში (მხოლოდ საკონსულო ფუნქციები).“.

3. დადგენილებას დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №3 („იმ ქვეყნების ნუსხა, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს არარეზიდენტი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი“).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



დანართი №3

 

იმ ქვეყნების ნუსხა, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს არარეზიდენტი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

1. ალბანეთის რესპუბლიკა (გარდა საკონსულო ფუნქციებისა).

2. ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა (გარდა საკონსულო ფუნქციებისა).“.