დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.158.016684 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 03/02/2026, 190020020.35.158.016683) დამტკიცებულ დანართ №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლის „შენიშვნა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: მე-10 მუხლით გათვალისწინებული დახმარებები ბენეფიციარს გაეწევა იმ შემთხვევაში, თუ მომსახურებას მიიღებს სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც მონაწილეობს საყოველთაო ან/და ჯანმრთელობის დაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამებში. ამასათან, მოქალაქეზე (ბენეფიციარი) ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან გაცემულია სამედიცინო მომსახურების დახმარებისათვის წერილობითი მიმართვა (ადმინისტრაციული დაპირება).“ 2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მატერიალური დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, გაეწევათ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ წესით განსაზღვრული პირობის დაცვით რეგისტრირებულ შეჭირვებული ოჯახების წევრებს, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა მომართვის პერიოდში. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი „მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეების განცხადებების განმხილველი სამუშაო ჯგუფის“ გადაწყვეტილების და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მატერიალური დახმარების საჭიროების აქტის გათვალისწინებით.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები