ბაღდათის მუნიციპალიტეტის დიმის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი დიმი), სოფელ დიმში 21-ე ქუჩის გაყოფის შესახებ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის დიმის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი დიმი), სოფელ დიმში 21-ე ქუჩის გაყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/02/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.124.016014
6
27/02/2026
ვებგვერდი, 04/03/2026
000000000.00.124.016014
ბაღდათის მუნიციპალიტეტის დიმის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი დიმი), სოფელ დიმში 21-ე ქუჩის გაყოფის შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

 ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება 6

2026 წლის 27 თებერვალი 

ქ. ბაღდათი

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის დიმის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი დიმი), სოფელ დიმში 21-ე ქუჩის გაყოფის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად:

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. შეტანილი იქნეს ცვლილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმის ქუჩების სახელდების, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების გადანომვრის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 1 ივნისის №206 განკარგულებაში და ბაღდათის მუნიციპალიტეტის დიმის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ დიმში (საკადასტრო კოდი 30.07.00.000) მდებარე 21-ე ქუჩა გაიყოს ორ ნაწილად:

ა) 21-ე ქუჩა დარჩეს არსებული სახელწოდებით და განშტოებით: I ჩიხი; II ჩიხი; III ჩიხი და 21-ე ქუჩის I შესახვევი, თანდართული ორთოფოტოს შესაბამისად.

21-ე ქუჩის დასაწყისის კორდინატებია: X-0319877; Y-4664888; ხოლო დასასრულის – X-03220719; Y-4663868 (21-ე ქუჩის ორთოფოტო თან ერთვის);

ბ) მეორე ნაწილს ეწოდოს 51-ე ქუჩა და ქუჩის განშტოებაზე შეიქმნას 8 ჩიხი: I ჩიხი; II ჩიხი; III ჩიხი; IV ჩიხი; V ჩიხი; VI ჩიხი; VII ჩიხი; VIII ჩიხი. თანდართული ორთოფოტოს შესაბამისად;

51-ე ქუჩის დასაწყისის კორდინატებია: X-0320719; Y-4663868, ხოლო დასასრულის – X-0320848; Y-4662673 (51-ე ქუჩის ორთოფოტო თან ერთვის).

2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 თვის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების შესასრულებლად კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვა, დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვა).

3. დაევალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველად სტრუქტურულ ერთეულს (შემდგომში – საკრებულოს აპარატს), განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4. საკრებულოს აპარატმა საკრებულოს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი კუპრაძის ქ. №11) ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გურამი კიკნაველიძე