„შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017682
25
27/02/2026
ვებგვერდი, 02/03/2026
140130000.22.034.017682
„შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №25

2026 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

„შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/07/2018, 140130000.22.034.016772) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

მუხლი 41

1. შემაკავებელი ორდერის იმ ეგზემპლარზე, რომელიც რჩება მის გამომცემ ორგანოში, შესაძლოა დატანილი იყოს სწრაფი რეაგირების კოდი (QR კოდი), რომელშიც ასახული იქნება შემაკავებელი ორდერისა და შემაკავებელი ორდერის ოქმის შევსებისა და გამოცემის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან დაკავშირებული ინფორმაცია; სწრაფი რეაგირების კოდი (QR კოდი) და მასში ასახული ინფორმაცია არ წარმოადგენს შემაკავებელი ორდერისა და შემაკავებელი ორდერის ოქმის შემადგენელ ნაწილს და იგი შემაკავებელ ორდერზე დაიტანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების პროცესში სამართლებრივ რეგულაციებზე ხელმისაწვდომობის გამარტივების მიზნით. სწრაფი რეაგირების კოდში (QR კოდში) ასახულ ინფორმაციას არ აქვს იურიდიულად სავალდებულო ძალა.

2. სწრაფი რეაგირების კოდში (QR კოდში) ასახული ინფორმაცია განკუთვნილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირთა მიერ სამსახურებრივი გამოყენებისთვის; შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში სწრაფი რეაგირების კოდში (QR კოდში) ასახულ ინფორმაციაზე სხვა პირთა წვდომა არ ხდება და მათ შეიძლება გადაეცეთ მონაცემები იმ სამართლებრივი აქტების შესახებ, რომლებსაც ეფუძნება სწრაფი რეაგირების კოდში (QR კოდში) ასახული ინფორმაცია.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე