დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შერჩევის საბჭოს სახეების, შემადგენლობის, სტრუქტურისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 24 ივნისის №83 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120000000.22.026.017445 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„შერჩევის საბჭოს სახეების, შემადგენლობის, სტრუქტურისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 24 ივნისის №83 ბრძანებით (ვებგვერდი, 25/06/2025, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.22.026.017370) დამტკიცებულ შერჩევის საბჭოს სახეების, შემადგენლობის, სტრუქტურისა და საქმიანობის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ე) სსიპ – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი, დირექტორის მოადგილე – შტაბის უფროსი;“; ბ) „ბ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ზ) სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი (სამხედრო სასწავლებლის მეთაური/მეთაურის მოადგილე, დირექტორი/დირექტორის მოადგილე – შტაბის უფროსი, სკოლის მეთაური, აკადემიის მეთაური, ცენტრის მეთაური/უფროსი, კოლეჯის მეთაური);“. 2. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სკოლის უფროსი/მეთაური, სკოლის მეთაურის მოადგილე (ვიცე-პოლკოვნიკის საშტატო კატეგორიის);“; ბ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 17 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები