„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 20 თებერვლის N14 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 02/03/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.026.017446
12
02/03/2026
ვებგვერდი, 04/03/2026
010320040.22.026.017446
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 20 თებერვლის N14 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის  მინისტრის

ბრძანება №12

2026 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 20 თებერვლის №14 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 20 თებერვლის №14 ბრძანებით (ვებგვერდი, 20/02/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.026.017298) დამტკიცებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. მონიტორინგისა და ბაზრის კვლევის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამუშაო გამოცდილება შესყიდვების, ლოჯისტიკის, მშენებლობის, ფინანსების, ეკონომიკის ან სამართლის სფეროში – 2 წელი.“.

2. მე-9 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. ელექტრონული შესყიდვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამუშაო გამოცდილება შესყიდვების, ლოჯისტიკის, მშენებლობის, ფინანსების, ეკონომიკის ან სამართლის სფეროში  –  2 წელი.“.

3. მე-13 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. არაელექტრონული შესყიდვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამუშაო გამოცდილება შესყიდვების, ლოჯისტიკის, მშენებლობის, ფინანსების, ეკონომიკის  ან სამართლის სფეროში – 2 წელი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი