დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორებისა და აგრარული ბაზრების/ბაზრობების, სადაც ხორციელდება ცოცხალი ცხოველის რეალიზაცია, ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №338 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 91 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.025640 |
|
„ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორებისა და აგრარული ბაზრების/ბაზრობების, სადაც ხორციელდება ცოცხალი ცხოველის რეალიზაცია, ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №338 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორებისა და აგრარული ბაზრების/ბაზრობების, სადაც ხორციელდება ცოცხალი ცხოველის რეალიზაცია, ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №338 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/06/2018, 240110000.10.003.020654) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორებისა და აგრარული ბაზრების/ბაზრობების, სადაც ხორციელდება ცოცხალი ცხოველის რეალიზაცია, ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის“:
1. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორი − ვეტერინარული დაწესებულება, ვეტერინარული პრეპარატების საწარმო, ვეტერინარული აფთიაქი, ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტი, ცხოველების თავშესაფარი, ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო), საშენი, კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება, შინაური ბინადარი ცხოველების რეალიზატორი, ცხოველების მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტი, ზოომაღაზია;“; ა.ბ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) იმუნოლოგიური პრეპარატი – ვეტერინარული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ცხოველებში აქტიური ან პასიური იმუნიტეტის გამომუშავებისათვის ან იმუნური მდგომარეობის განსაზღვრისთვის; ე) ეტიკეტი − ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია ვეტერინარული პრეპარატის პირველად ან/და მეორეულ შეფუთვაზე;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება ასევე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსითა და „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერმინები.“. 2. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ინსპექტირება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება: ა) ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორის საქმიანობის შემოწმება მისი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და წესებთან შესაბამისობის დასადგენად, რომელიც მოიცავს: ა.ა) ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობის შემოწმებას, რომელიც ხორციელდება ვეტერინარული პრეპარატების წარმოებისა და დისტრიბუციის, მათ შორის, რეალიზაციის, აგრეთვე ცხოველების მოვლა-შენახვისა და მკურნალობის ეტაპზე. ასევე ცხოველის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მდგომარეობის შესაფასებლად; ა.ბ) დოკუმენტურ შემოწმებას; ა.გ) საჭიროების შემთხვევაში, სინჯის, ნიმუშის, პათოლოგიური მასალის აღებასა და ლაბორატორიულ გამოკვლევას; ბ) საქართველოში სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და წესების დაცვის შემოწმება; გ) ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შემოწმება.“; ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სახელმწიფო კონტროლის შედეგების საფუძველზე, მათ შორის, სააგენტოს მიერ აღებული სინჯის, ნიმუშის ან პათოლოგიური მასალის ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების საფუძველზე;“. 3. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ვეტერინარული პრეპარატის ნიმუშის აღება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ხორციელდება ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური, რადიოლოგიური ან/და სხვა მაჩვენებლების გამოსაკვლევად, რათა განისაზღვროს ცხოველის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის მოსალოდნელი რისკი.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ვეტერინარული პრეპარატის ნიმუშის აღება შესაძლებელია განხორციელდეს ვეტერინარული პრეპარატების საწარმოში, ვეტერინარულ დაწესებულებაში, საშენში, ცხოველების მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტში, თავშესაფარსა და ზოომაღაზიაში, მისი შესყიდვის გარეშე.“; გ) მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თუ ორგანოლეპტიკური დათვალიერებით არსებობს ეჭვი, რომ ვეტერინარული პრეპარატი არის ფალსიფიცირებული, უვარგისი, ცხოველის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის სახიფათო ან/და არ არის დაცული ინსტრუქციით ან სხვა თანმხლები დოკუმენტაციით განსაზღვრული შენახვის პირობები; ბ) თუ არსებობს ინფორმაცია, რომ მწარმოებელ ქვეყანაში შესაბამისი ვეტერინარული პრეპარატი არის ფალსიფიცირებული, უვარგისი, ვადაგასული ან/და ცხოველის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის სახიფათო;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები