დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სისტემაში არსებული პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13-ძ/ს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110000.33.062.016151 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სისტემაში არსებული პროგრამების განხორციელების წესი დანართი №1-ის შესაბამისად; ბ) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტის წარმოდგენის ფორმა დანართი №1.1.-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 7 თებერვლის №06-ძ/ს ბრძანება (სსმ, ვებგვერდი, 08/02/2023, სარ. კოდი: 040110000.33.062.016133).
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სისტემაში არსებული პროგრამების განხორციელების წესი თავი I ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. წესის მიზანი და რეგულირების სფერო 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სისტემაში არსებული პროგრამების განხორციელების წესის (შემდგომში – წესი) მიზანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო) და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) განახორციელოს ამ წესით განსაზღვრული ბენეფიციარების მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. 2. ეს წესი არეგულირებს სამინისტროს სისტემის სოციალური, ინფრასტრუქტურული და დევნილთა მხარდამჭერი პროგრამების განხორციელების პროცესსა და ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობებს, განსაზღვრავს შესაბამისი კომისიის შემადგენლობასა და საქმიანობას, ადგენს პროგრამების ბენეფიციარ პირთა წრეს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ა) სამინისტროს სისტემა – სამინისტრო, სააგენტო; ბ) დირექტორი – სააგენტოს დირექტორი; გ) დეპარტამენტ(ებ)ი – სააგენტოს რეგიონული დეპარტამენტები: აღმოსავლეთ საქართველოს დეპარტამენტი; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტი; დ) პროგრამა – ბენეფიციართა გარკვეული კატეგორიისთვის მხარდაჭერის, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების, დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული შენობების ინფრასტრუქტურული მოწესრიგების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამა; ე) პროექტი – პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი, ამ წესის დანართი №1.1-ის შესაბამისად წარდგენილი პროექტი; ვ) კომისია – სამინისტროს სისტემაში მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამ წესის შესაბამისად შექმნილი კომისია; ზ) დევნილი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი; თ) დევნილი ოჯახი – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრებ ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი); ი) ბენეფიციარი – ამ წესით გათვალისწინებული პროგრამის მიმღები აფხაზეთის მოსახლეობა, მათ შორის, დევნილი/დევნილი ოჯახი, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი, საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირი, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირი, სხვა აფხაზეთის მკვიდრი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა/დევნილთა საინიციატივო ჯგუფი, აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება, დევნილი ემიგრანტები; კ) ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2025 წლის 1 ოქტომბრამდე აქვს მინიჭებული ჰუმანიტარული სტატუსი და 1993 წლის 30 სექტემბრამდე ცხოვრობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით; ლ) საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირი – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიენიჭა საქართველოში ბინადრობის უფლება და 1993 წლის 30 სექტემბრამდე ცხოვრობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით; მ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირი – პირი, რომელსაც უდასტურდება აღნიშნულ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყებამდე ცხოვრების ფაქტი, ასევე ასეთი პირების შვილები; ნ) აფხაზეთის მკვიდრი – აფხაზეთში დაბადებული ნებისმიერი პირი, რომელიც ამ წესით განსაზღვრულ ბენეფიციართა კატეგორიაში არ არის განსაზღვრული; ო) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა/დევნილთა საინიციატივო ჯგუფი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების ადგილას კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა და ამავე ადგილას მცხოვრებ პირთა ჯგუფი; პ) დევნილთა განსახლების ობიექტი – დევნილი ოჯახების მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი ფართი და მიმდებარე ტერიტორია; ჟ) კრიტერიუმი – ამ წესით დადგენილი ნიშან-თვისება, რომლის მიხედვითაც ფასდება ბენეფიციარის სოციალური მდგომარეობა; რ) სტიქიური უბედურება – ბუნებრივი მოვლენა, რომელსაც მოჰყვა საცხოვრებელი შენობის განადგურება ან მნიშვნელოვანი დაზიანება, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტით; ს) უბედური შემთხვევა – გაუთვალისწინებელი მოვლენა, გარემოებათა მოულოდნელი დადგომა, რამაც გამოიწვია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე დაზიანება ან გარდაცვალება ან/და საცხოვრებელი ფართის მნიშვნელოვანი დაზიანება, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებით ან/და დოკუმენტით; ტ) სოციალური უზრუნველყოფა – ბენეფიციარის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ფულადი დახმარების სახით; უ) დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა – გარკვეული კატეგორიის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაში მხარდაჭერა დროებითი საცხოვრებელი ფართის/ქირის თანხის ანაზღაურების გზით; ფ) აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირება – გარკვეული კატეგორიის დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელ ფართებზე გამრიცხველიანება/აბონირებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურება; ქ) სოციალური სოლიდარობა – ბენეფიციართა გარკვეული კატეგორიისთვის დახმარების/საჩუქრების გადაცემა; ღ) დევნილთა განსახლების ობიექტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება – დევნილთა საცხოვრებლებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის თანამონაწილეობა, დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა, დევნილთა განსახლების ობიექტებში წყალკანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია, დევნილთა განსახლების ობიექტებში სახურავების აღდგენა/გამოცვლა, აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარება, დევნილთა საცხოვრებლების მიმდებარე/შემავალი ტერიტორიის მოწესრიგება/მოპირკეთება; ყ) დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა მხარდაჭერა – აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა მხარდაჭერა, მათი ჩართულობის ხელშეწყობა, მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, პროფესიული განათლებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობა; შ) დევნილთა მომსახურების ცენტრები – დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების, მათი შესაძლებლობების გაზრდის, თვითდასაქმების, პროფესიული განვითარებისა და სხვა მიმართულებების უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით არსებული დევნილთა მომსახურების ცენტრები; ჩ) გარკვეული კატეგორია – ამ წესით განსაზღვრული კრიტერიუმებისა ან/და სხვადასხვა გარემოების შედეგად გამოწვეული მდგომარეობა; ც) ჰუმანიტარული დახმარება – დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული ფულადი ან სხვა სახის დახმარება; ძ) ფორმა – მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შესაბამისი პროგრამის ფარგლებში დევნილთა განსახლების ობიექტში/დევნილ ოჯახში ვიზიტის აღწერის ფორმა; წ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ოჯახის წევრი – დედა, მამა, შვილი, ძმა, და, მეუღლე; ჭ) სხვა მოწყვლადი ბენეფიციარი – დევნილი, სოციალურად დაუცველი, რომლის სარეიტინგო ქულა არის 45000-მდე და მეტი; ონკოლოგიური დაავადების მქონე პირი; მარჩენალდაკარგული; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები; ოჯახი რომელსაც ჰყავს სამი და მეტი ბავშვი (მრავალშვილიანი); ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი; მარტოხელა ასაკით პენსიონერი; მარტოხელა მშობელი; აფხაზეთის ომში დაღუპულის ოჯახის წევრი; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი, ასევე ვეტერანი, რომელიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შედეგად გახდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და სხვა რომლებიც ამ ჩამონათვალში არ არის მითითებული; ხ) სარემონტო/სამშენებლო მასალები – კერამოგრანიტი (მეტლახი), თაბაშირ-მუყაოს ფილა, ლინოლიუმი, წებოცემენტი, სამშენებლო ბათქაში (ფითხი), შპალერი, ლამინირებული იატაკი (ლამინატი), პლინტუსი, ლამინატის ქვეშ დასაგები გუბკის ფილები, შპალერის წებო, საღებავი, ქვიშა/ღორღი, ცემენტი, სამშენებლო აგური/ბლოკი, გრუნტი კონცენტრატი, ტიხრის პროფილი (თაბაშირ-მუყაოს ფილის მისაკრავი), წყალკანალიზაციის მილები, ელსადენები, მეტალოპლასტმასის კარ/ფანჯრები და სხვა.
თავი II პროგრამები და მათი განხორციელების მექანიზმები
მუხლი 3. დევნილთა განსახლების ობიექტებში საერთო სარგებლობის ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადაცემის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი – 11 13 03) 1. პროგრამა ითვალისწინებს: ა) დევნილთა განსახლების ობიექტებში უკვე შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის მათ საერთო სარგებლობაში არსებული ფართების კერძო საკუთრებაში გადაცემის ხელშეწყობას; ბ) შერჩეულ დევნილთა განსახლების ობიექტზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო სარგებლობის ობიექტებში, წითელი ხაზების კორექტირების მიზნით, საკადასტრო და შიდა აზომვითი სამუშაოების განხორციელება და დევნილთა კონსულტირება ფართების შემდგომი რეგისტრაციისთვის. 2. პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარია დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილები. 3. პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს: ა) დევნილთა განსახლების ობიექტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განცხადება; ბ) ბენეფიციარის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი და დევნილის მოწმობის ასლები; გ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის რეგისტრაციის დოკუმენტი; დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი პროგრამის ფარგლებში მიმართვის თაობაზე. 4. პროგრამის ბიუჯეტია 60000 ლარი. 5. პროგრამის საბოლოო შედეგის შეფასების მაჩვენებელია პროგრამის ფარგლებში შესრულებული აზომვითი სამუშაოების რაოდენობა (35 დევნილთა განსახლების ობიექტი), ცდომილების ალბათობა განისაზღვრება 10%-ით. 6. პროგრამის კოორდინატორი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით (შემდგომში – ბრძანება). 7. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის მონიტორინის სამმართველო (შემდგომში – მონიტორინგის სამმართველო).
მუხლი 4. დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი –11 13 05) 1. პროგრამა ითვალისწინებს დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა მხარდაჭერას, მათ საჭიროებებზე ორიენტირებულ სხვადასხვა ღონისძიებაში ჩართვას, მათ შორის, პროექტის დაფინანსებას, პროფესიული განათლებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობას. 2. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარია: ა) დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირი; ბ) ქართულ-აფხაზური საზოგადოება; გ) აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება; დ) დევნილი ემიგრანტები; ე) აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები. 3. პროგრამაში ჩასართავად (გარდა სააგენტოს მიერ ინიცირებული ღონისძიებისა) ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება/წერილი; ბ) პროექტი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ პუნქტებს: ბ.ა) პროექტის სრული სახელწოდება; ბ.ბ) პროექტის ბიუჯეტი; ბ.გ) პროექტის განხორციელების ადგილი/მისამართი; ბ.დ) პროექტის სამიზნე ჯგუფი; ბ.ე) პროექტის აღწერა; ბ.ვ) პროექტის დეტალური განხილვა; ბ.ზ) პროექტის მიზნები და დასაბუთება; ბ.თ) მოსალოდნელი რისკები; ბ.ი) პროექტის შემსრულებელი; ბ.კ) პროექტის პარტნიორები; ბ.ლ) მოსალოდნელი შედეგები; ბ.მ) პროექტის სიცოცხლის უნარიანობა; ბ.ნ) მონიტორინგის და შეფასების ინსტრუმენტები; ბ.ო) პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი (ხარჯთაღრიცხვა); ბ.პ) პირის საიდენტიფიკაციო მონაცემი (პირადობის დამადასტურებელი და დევნილის სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი, ორგანიზაციის მონაცემები და ა.შ.). 4. პროექტის განაცხადის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება ბენეფიციარს ეგზავნება ელექტრონული, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და მატერიალური ფორმით. 5. პროგრამის ბიუჯეტია 200000 ლარი. 6. პროგრამის საბოლოო შედეგის შეფასების მაჩვენებელია პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა პროექტში მონაწილეთა რაოდენობა (1500 ბენეფიციარი), ცდომილების ალბათობა განისაზღვრება 10%-ით. 7. პროგრამის კოორდინატორი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. 8. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს მონიტორინის სამმართველო.
მუხლი 5. დევნილთა მომსახურების ცენტრების პროგრამა (პროგრამული კოდი – 11 13 06) 1. პროგრამა ითვალისწინებს დევნილთა მომსახურების ცენტრების გახსნას პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ან/და ცენტრების მშენებლობას, ასევე პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს დევნილთა გაძლიერებას, მათი შესაძლებლობების გაზრდას თვითდასაქმების, პროფესიული განვითარების და სხვა მიმართულებებით. 2. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარია: ა) დევნილი; ბ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირი; გ) აფხაზეთის მკვიდრი; დ) ქართულ-აფხაზური საზოგადოება; ე) აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული საზოგადოება. 3. პროგრამაში ჩასართავად (გარდა სააგენტოს მიერ ინიცირებული ღონისძიებისა) ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პროექტი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ პუნქტებს (გარდა სარეაბილიტაციო სამუშაოებისა): ბ.ა) პროექტის სრული სახელწოდება; ბ.ბ) პროექტის ბიუჯეტი; ბ.გ) პროექტის განხორციელების ადგილი/მისამართი; ბ.დ) პროექტის სამიზნე ჯგუფი; ბ.ე) პროექტის აღწერა; ბ.ვ) პროექტის დეტალური განხილვა; ბ.ზ) პროექტის მიზნები და დასაბუთება; ბ.თ) მოსალოდნელი რისკები; ბ.ი) პროექტის შემსრულებელი; ბ.კ) პროექტის პარტნიორები; ბ.ლ) მოსალოდნელი შედეგები; ბ.მ) პროექტის სიცოცხლის უნარიანობა; ბ.ნ) მონიტორინგის და შეფასების ინსტრუმენტები; ბ.ო) პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი (ხარჯთაღრიცხვა); ბ.პ) პირის საიდენტიფიკაციო მონაცემი (პირადობის დამადასტურებელი და დევნილის მოწმობის ასლები, ორგანიზაციის მონაცემები და ა.შ.). 4. პროექტის განაცხადის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება დაინტერესებულ პირს, ბენეფიციარს ეგზავნება ელექტრონული, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და მატერიალური ფორმით (ფოსტა, კურიერი და სხვა). 5. პროგრამის ბიუჯეტია 30 000 ლარი. 6. პროგრამის საბოლოო შედეგის შეფასების მაჩვენებელია პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა პროექტში მონაწილეთა რაოდენობა (900 ბენეფიციარი), ცდომილების ალბათობა განისაზღვრება 10%-ით. 7. პროგრამის კოორდინატორი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. 8. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს მონიტორინის სამმართველო.
მუხლი 6. დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი – 11 13 08) 1. დევნილთა საცხოვრებლებში მცირე ფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი – 11 13 08 01) ა) ქვეპორგრამა ითვალისწინებს დევნილთა განსახლების ობიექტებში მცირე და გადაუდებელი სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარებას; ბ) დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა, განსაზღვრულია დევნილთა განსახლების ობიექტზე ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობისა და ღირებულების გათვალისწინებით, არაუმეტეს 5000 ლარის ოდენობით; გ) ქვეპროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარია დევნილთა განსახლების ობიექტში არსებული: გ.ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა; გ.ბ) დევნილთა საინიციატივო ჯგუფი; დ) ქვეპროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს: დ.ა) დევნილთა განსახლების ობიექტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ან დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრები დევნილთა საინიციატივო ჯგუფის განცხადება/მიმართვა; დ.ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელი; დ.გ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის პირადობის დამადასტურებელი, ასევე არსებობის შემთხვევაში დევნილის მოწმობის ასლები; დ.დ) დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წევრთა პირადობის დამადასტურებელი და დევნილის მოწმობის ასლები. ე) ქვეპროგრამის ბიუჯეტია 100 000 ლარი; ვ) ქვეპროგრამის საბოლოო შედეგის შეფასების მაჩვენებელია ქვეპროგრამის ფარგლებში შესრულებული მცირე და გადაუდებელი სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების რაოდენობა (25 დევნილთა განსახლების ობიექტი), ცდომილების ალბათობა განისაზღვრება 10%-ით; ზ) ქვეპროგრამის კოორდინატორი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით; თ) ქვეპროგრამის მონიტორინგს ახორციელებს მონიტორინის სამმართველო.
2. ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის თანამონაწილეობის ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი – 11 13 08 02) ა) ქვეპროგრამა ითვალისწინებს: ა.ა) დევნილთა განსახლების ობიექტში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, მუნიციპალური ორგანოების დაფინანსებულ პროექტში ამხანაგობის გადასახდელი წილის სააგენტოს მიერ თანადაფინანსებას; ა.ბ) დევნილთა განსახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ წარმოდგენილი განაცხადების დაფინანსებას; ბ) ბენეფიციარისათვის დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება: ბ.ა) შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსების/მონაწილეობის შემდგომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ დასაფინანსებელი თანხის ოდენობის შესაბამისად (სხვადასხვა მუნიციპალიტეტში შესაძლოა დასაფინანსებელი თანხის პროცენტულობა/ოდენობა იყოს განსხვავებული); ბ.ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ინიციატივითა და თანადაფინანსებით საცხოვრებელ კორპუსში სარემონტო სამუშაოების განხორციელებისას დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 5%-დან 90%-მდე; გ) ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარია დევნილთა განსახლების ობიექტში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა; დ) ქვეპროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს: დ.ა) დევნილთა განსახლების ობიექტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განცხადება/მიმართვა; დ.ბ) ბენეფიციარის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი, ასევე არსებობის შემთხვევაში დევნილის მოწმობის ასლები, ამხანაგობის რეგისტრაციის/იდენტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამხანაგობის კრების ოქმი ქვეპროგრამის ფარგლებში მიმართვის თაობაზე, ამხანაგობის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი, ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობის ხარჯთაღრიცხვა. დ.გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, შესაბამისი რაიონის გამგეობის, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია შესასრულებელი სამუშაოებისა და ამ სამუშაოების მუნიციპალიტეტისა და ამხანაგობის თანადაფინანსების/მონაწილეობის ოდენობა და შესასრულებელი სამუშაოების/მონაწილეობის ხარჯთაღრიცხვა. ე) კომისიის მიერ ბენეფიციარის განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება, რომლის მოქმედების გონივრული ვადა განისაზღვრება კომისიის მიერ; ვ) ადმინისტრაციული დაპირების გაცემისას, მასში მითითებულ თანადაფინანსების წილს/ოდენობას აანაზღაურებს სააგენტო მას შემდეგ, როცა სამინისტროს სისტემაში წარმოდგენილი იქნება შესასრულებელი სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (მეწარმე სუბიექტთან/მიმწოდებელთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება, ხელშეკრულების პირობების შესრულების თაობაზე მხარეთა შორის გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, ფოტომასალა და სხვა დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში)); ზ) ქვეპროგრამის მიზნებისათვის ბენეფიციარსა და სააგენტოს შორის ფორმდება ხელშეკრულება; თ) ქვეპროგრამის ბიუჯეტია 60 000 ლარი; ი) ქვეპროგრამის საბოლოო შედეგის შეფასების მაჩვენებელია ქვეპროგრამის ფარგლებში შესრულებული ინფრასტრუქტურული სახის სამუშაოების რაოდენობა (15 დევნილთა განსახლების ობიექტი), ცდომილების ალბათობა განისაზღვრება 10%-ით; კ) ქვეპროგრამის კოორდინატორი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით; ლ) ქვეპროგრამის მონიტორინგს ახორციელებს მონიტორინის სამმართველო.
3. დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი – 11 13 08 03) ა) ქვეპროგრამა ითვალისწინებს დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილებისთვის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას; ბ) ბენეფიციარისთვის დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობისა და ღირებულების შესაბამისად, ამხანაგობის წილობრივი მონაწილეობის გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) ქვეპროგრამის ბენეფიციარია დევნილთა განსახლების ობიექტში არსებული: გ.ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა; გ.ბ) დევნილთა საინიციატივო ჯგუფი; დ) ქვეპროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს: დ.ა) დევნილთა განსახლების ობიექტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ან დევნილთა საინიციატივო ჯგუფის განცხადება/მიმართვა; დ.ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელი/იდენტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ.გ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის პირადობის დამადასტურებელი, ასევე არსებობის შემთხვევაში დევნილის მოწმობის ასლები; დ.დ) დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წევრთა პირადობის მოწმობისა და დევნილის მოწმობის ასლები; ე) ქვეპროგრამის ბიუჯეტია 1200000 ლარი; ვ) ქვეპროგრამის საბოლოო შედეგის შეფასების მაჩვენებელია ქვეპროგრამის ფარგლებში შესრულებული მცირე და გადაუდებელი სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების რაოდენობა (22 დევნილთა განსახლების ობიექტი), ცდომილების ალბათობა განისაზღვრება 10%-ით; ზ) ქვეპროგრამის კოორდინატორი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით; თ) ქვეპროგრამის მონიტორინგს ახორციელებს მონიტორინის სამმართველო.
4. აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარების ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი – 11 13 08 04) ა) ქვეპროგრამა ითვალისწინებს იმ დევნილი/დევნილი ოჯახის/ბინათმესაკუთრე ამხანაგობის სამშენებლო/სარემონტო მასალებით დახმარებას, რომელთა საცხოვრებელში არ განხორციელებულა სახელმწიფოს მიერ სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები; ბ) დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა ამ წესის მე-6 მუხლის 4.3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტების შემთხვევაში განსაზღვრულია არაუმეტეს 1000 ლარისა, „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში არაუმეტეს 5000 ლარისა, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში არაუმეტეს 3000 ლარისა; გ) ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარია: გ.ა) დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს დევნილთა განსახლების ობიექტში ან დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ფარგლებში („სოფლად სახლის“ პროგრამა) შეძენილ ფართში და ამასთან არის: გ.ა.ა) მარტოხელა სოციალურად დაუცველი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში; გ.ა.ბ) ოჯახის შემადგენლობის უმეტესობა არის საპენსიო ასაკის და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში; გ.ა.გ) ომის ვეტერანი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში; გ.ა.დ) მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში; გ.ბ) დევნილთა განსახლების ობიექტში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, ობიექტის საერთო სარგებლობის ფართის გარემონტებისთვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარების მიზნით; გ.გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი, რომელსაც უბედური შემთხვევის ან სტიქიური უბედურების დროს დაუზიანდა საცხოვრებელი ფართი; დ) ქვეპროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს: დ.ა) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი და დევნილის მოწმობის ასლი/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელი/იდენტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ.ბ) ამ წესის მე-6 მუხლის „გ“ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, მითითებული სოციალური კრიტერიუმის დამადასტურებელი დოკუმენტები; დ.გ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის საბანკო რეკვიზიტი; დ.დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შემთხვევაში კრების ოქმი, რომლითაც ამხანაგობა იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს სისტემისათვის დახმარების მიზნით მიმართვის შესახებ; დ.ე) მოთხოვნილი სარემონტო/სამშენებლო მასალების ჩამონათვალი და მინიმუმ ორი კომპანიის მიერ გაცემული ინვოისი ანალოგიური სამშენებლო მასალისა და მოცულობის მითითებით (საგამონაკლისო წესით კომისიის მიერ დაიშვება ერთი ინვოისი რეგიონში მცხოვრბი ბენეფიციარების მიმართ); ე) ქვეპროგრამის მიზნებისათვის ბენეფიციარსა და სააგენტოს შორის ფორმდება ხელშეკრულება ურთიერთვალდებულების შესახებ, რომელშიც განისაზღვრება შესყიდული მასალის მიზნობრიობით გამოყენების ვადა; ვ) ქვეპროგრამის ბიუჯეტია 90000 ლარი; ზ) ქვეპროგრამის საბოლოო შედეგის შეფასების მაჩვენებელია ქვეპროგრამის ფარგლებში შესრულებული სარემონტო სახის სამუშაოების რაოდენობა (90 ბენეფიციარი), ცდომილების ალბათობა განისაზღვრება 10%-ით; თ) ქვეპროგრამის კოორდინატორი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით; ი) ქვეპროგრამის მონიტორინგს ახორციელებს მონიტორინის სამმართველო.
მუხლი 7. დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი – 11 13 09) 1. პროგრამა ითვალისწინებს მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ დევნილთათვის სააგენტოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევას. 2. პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარი სარგებლობს ერთჯერადი ფულადი დახმარებით საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ, გარდა საჭიროებიდან გამომდინარე გამონაკლისებისა. 3. პროგრამის ბენეფიციარს წარმოადგენს და პროგრამის ფარგლებში დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა შედგება: ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე დევნილი – 1000 ლარი; ბ) 45000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე დევნილი - 250 ლარი; გ) 45000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე მარჩენალდაკარგული დევნილი – 200 ლარი; დ) დედ-მამით ობოლი არასრულწლოვანი დევნილი, თითოეულზე – 500 ლარი; ე) 100 წელს გადაცილებული დევნილი (გარდა თბილისში რეგისტრირებული ბენეფიციარისა) – 300 ლარი; ვ) 45000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვანი დევნილი – 250 ლარი; ზ) აუტიზმის სპექტრული აშლილობის მქონე არასრულწლოვანი დევნილი – 250 ლარი; თ) სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ბენეფიციარი – არაუმეტეს 1000 ლარი; ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ოჯახის წევრი – არაუმეტეს 1000 ლარი; კ) საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიღებული ჭრილობის შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი – 500 ლარი; ლ) საბრძოლო მოქმედებების დროს მიღებული დაზიანების შედეგად ამპუტირებული კიდურების მქონე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი – 400 ლარი; მ) სხვა მოწყვლადი ბენეფიციარი, რომლის უმწეო მდგომარეობას მისი განცხადებისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებითა და შეფასებით ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს კომისია – არაუმეტეს 5000 ლარი. 4. პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარი სამინისტროს სისტემაში წარმოადგენს: ა) განცხადებას, გარდა ამ მუხლის მესამე პუნქტის „ა“და „ე“ ქვეპუნქტებისა; ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელ და დევნილის მოწმობის ასლებს; გ) ამავე მუხლის მესამე პუნქტში აღნიშნული კატეგორიის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტაციას. 5. პროგრამის ბიუჯეტია 500 000 ლარი. 6. პროგრამის საბოლოო შედეგის შეფასების მაჩვენებელია პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა (1700 ბენეფიციარი), ცდომილების ალბათობა განისაზღვრება 10%-ით. 7. პროგრამის კოორდინატორი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. 8. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს მონიტორინის სამმართველო.
მუხლი 8. დევნილთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი – 11 13 10) 1. პროგრამა ითვალისწინებს მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი დევნილი ოჯახებისათვის დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფაში მხარდაჭერას, ქირის თანხის ანაზღაურების გზით. 2. პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარი სარგებლობს ქირის თანხის ანაზღაურებით საბიუჯეტო წლის განმავლობაში ექვს თვემდე ვადით. 3. პროგრამის ფარგლებში, დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს. 4. პროგრამის ბენეფიციარია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული დევნილი; ბ) 75000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე დევნილი ოჯახი; გ) მარტოხელა დევნილი მშობელი; დ) აფხაზეთის ომში დაღუპული პირის დევნილი მშობელი; ე) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირი/ოჯახი; ვ) დევნილი ოჯახი, რომლის შემადგენლობაშია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი; ზ) სხვა მოწყვლადი ბენეფიციარი, რომლის უმწეო მდგომარეობას მისი განცხადებისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებითა და შეფასებით, ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს კომისია. 5. პროგრამით ვერ ისარგებლებს ბენეფიციარი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, გარდა სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული დევნილისა/დევნილი ოჯახისა და იმ დევნილისა/დევნილი ოჯახისა, რომელიც იძულებული გახდა სოციალური ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაესხვისებინა საცხოვრებელი ფართი და დარჩა უსახლკაროდ. 6. პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი და დევნილის მოწმობის ასლები; გ) ამავე მუხლის მეოთხე პუნქტში აღნიშნული კატეგორიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია; დ) ამონაწერი უძრავი ქონების საჯარო რეესტრიდან დაქირავებული საცხოვრებელი ფართის შესახებ; ე) ქირავნობის ხელშეკრულება (არსებობის შემთხვევაში). 7. პროგრამის ბიუჯეტია 140 000 ლარი. 8. პროგრამის საბოლოო შედეგის შეფასების მაჩვენებელია პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა (180 ბენეფიციარი), ცდომილების ალბათობა განისაზღვრება 10%-ით. 9. პროგრამის კოორდინატორი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. 10. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს მონიტორინის სამმართველო.
მუხლი 9. აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირების პროგრამა (პროგრამული კოდი – 11 13 12) 1. პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელ ფართებზე გამრიცხველიანება/აბონირებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებას. 2. პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარისთვის ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით. 3. პროგრამის ბენეფიციარია დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს დევნილთა განსახლების ობიექტში ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში ან „კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის“ პროგრამის („სოფლად სახლის პროგრამა“) ფარგლებში შეძენილ ფართში და არ გააჩნია ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის აბონირება. 4. პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი და დევნილის მოწმობის ასლები; გ) ინფორმაცია დევნილთა განსახლების ობიექტის მესაკუთრის შესახებ (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საჭიროების შემთხვევაში, მესაკუთრის თანხმობა აბონირებაზე); დ) ამავე მუხლის მესამე პუნქტში აღნიშნული კატეგორიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. 5. პროგრამის ბიუჯეტია 10000 ლარი. 6. პროგრამის საბოლოო შედეგის შეფასების მაჩვენებელია პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა (12 ბენეფიციარი), ცდომილების ალბათობა განისაზღვრება 10%-ით. 7. პროგრამის კოორდინატორი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. 8. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს მონიტორინის სამმართველო.
მუხლი 10. სოციალური სოლიდარობის პროგრამა (პროგრამული კოდი – 11 13 13) 1. პროგრამა ითვალისწინებს: ა) დევნილთა სოციალურად მოწყვლადი კატეგორიის პირთათვის სადღესასწაულო დღეებში საჩუქრების გადაცემას; ბ) დევნილთათვის სააგენტოს მიერ მიღებული ჰუმანიტარული ტვირთის გადაცემას; გ) დევნილთათვის ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკის, სხვადასხვა სახის საკანცელარიო საქონლის, სპორტული ტანსაცმლის/ფეხსაცმლისა და ინვენტარის, სასოფლო-სამეურნეო, სარემონტო ხელსაწყოებისა და სხვა მოწყობილობების/სახელოვნებო მასალების შეძენას და გადაცემას. 2. პროგრამის ფარგლებში, სადღესასწაულო დღეებში სასაჩუქრე ნობათების ან/და სასურსათო ვაუჩერის მიმღებ ბენეფიციარს წარმოადგენს: ა) დევნილი, დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირი, რომელიც არის: ა.ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ა.ბ) ომის ვეტერანი, რომელიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შედეგად გახდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის, ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ა.გ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი; ა.დ) ომის ვეტერანი; ა.ე) მრავალშვილიანი ოჯახი (ოთხი და მეტი არასრულწლოვანი შვილი); ა.ვ) 90 წელს გადაცილებული პირი; ა.ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი; ბ) დედ-მამით ობოლი ბავშვი; გ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირი; დ) მარტოხელა; ე) სხვა მოწყვლადი ბენეფიციარი, რომლის უმწეო მდგომარეობას მისი განცხადებისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის (სამედიცინო დასკვნა, სამედიცინო ცნობა, გარდაცვალების მოწმობა, სოციალური სტატუსის დამადასტურებელი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მდგომარეობა) გათვალისწინებითა და შეფასებით, ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს კომისია. 3. პროგრამის ფარგლებში, სამინისტროს სისტემისთვის გადაცემული ჰუმანიტარული ტვირთის მიმღები ბენეფიციარია: ა) ამ წესის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარი; ბ) სხვადასხვა სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის უწყება და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელთა მიზანია მათთვის სამინისტროს სისტემის მიერ გადაცემული ჰუმანიტარული ტვირთი გადასცენ დევნილს/დევნილ ოჯახს, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირს, სხვა აფხაზეთის მკვიდრს. 4. სოციალური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში, ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკის, სხვადასხვა სახის საკანცელარიო საქონლის, სპორტული ტანსაცმლის/ფეხსაცმლისა და ინვენტარის, სასოფლო-სამეურნეო, სარემონტო ხელსაწყოების, მოზარდთა გასართობ/შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზებისათვის საჭირო ნივთების/ინვენტარის და სხვა მოწყობილობების მიმღებია მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარი. 5. ამ მუხლის მიზნებისათვის გადაწყვეტილების მიღებისას კომისია ადგენს შესაბამის რეესტრს. 6. პროგრამის ბიუჯეტია 80 000 ლარი. 7. პროგრამის საბოლოო შედეგის შეფასების მაჩვენებელია პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა (1500 ბენეფიციარი), ცდომილების ალბათობა განისაზღვრება 10%-ით. 8. პროგრამის კოორდინატორი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. 9. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს მონიტორინის სამმართველო.
მუხლი 11. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების იდენტიფიცირებისა და აღრიცხვის საპილოტე პროგრამა (პროგრამული კოდი – 11 13 15) 1. პროგრამა ითვალისწინებს 1993 წლის 27 სექტემბრამდე ქ. გალში და ქ. ოჩამჩირეში მცხოვრები და ამჟამად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფი, დევნილი პირებისათვის/ოჯახებისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ქ. გალსა და ქ. ოჩამჩირეში მდებარე საცხოვრებელი სახლების/ბინების იდენტიფიცირებას და გეოგრაფიულ-საინფორმაციო სისტემების პროგრამაში (GIS) ტოპოგრაფიულ რუქაზე დატანას. 2. პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარია 1993 წლის 27 სექტემბრამდე ქ. გალში და ქ. ოჩამჩირეში მცხოვრები და ამჟამად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფი, დევნილი. 3. პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი და დევნილის მოწმობის ასლები; გ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის დოკუმენტი/ინფორმაცია. 4. პროგრამის ბიუჯეტია 10000 ლარი. 5. პროგრამის საბოლოო შედეგის შეფასების მაჩვენებელია პროგრამის ფარგლებში იდენტიფიცირებული და შესაბამის პროგრამაში (GIS) ტოპოგრაფიულ რუქაზე დატანილი სახლი/ბინა (50 დევნილთა განსახლების ობიექტი), ცდომილების ალბათობა განისაზღვრება 10%-ით. 6. პროგრამის კოორდინატორი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. 7. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს მონიტორინის სამმართველო.
თავი III კომისიის შექმნისა და მუშაობის წესი
მუხლი 12. კომისიის მუშაობა და გადაწყვეტილების მიღების წესი 1. კომისიის შემადგენლობა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - ბრძანებით. 2. კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 3. კომისიის სხდომების ორგანიზებას უზრუნველყოფს სხდომის მდივანი, სააგენტოში წარდგენილი პროგრამული საკითხების შესაბამისად. 4. ამ წესით განსაზღვრული ამოცანების შესრულებისათვის კომისიის წევრები არ იღებენ არავითარ გასამრჯელოს. 5. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 6. კომისიის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ კომისიის თავმჯდომარის/სააგენტოს დირექტორს მოწვევით. 7. კომისიის სხდომები კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში. 8. კომისია სწავლობს და განიხილავს ბენეფიციარის მდგომარეობას ან/და ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებას და მათთვის ქმედითი დახმარების გაწევის მიზნით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 9. საკითხის განხილვა ხდება კომისიაზე სააგენტოს მიერ წარდგენილი დოკუმენტების (არსებული გარემოებების, ასევე პროექტის შესწავლის, მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზებისა და ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დაგროვილი მონაცემების, იმ შევსებული ფორმების საფუძველზე, რომლებიც დამუშავებულია სააგენტოს შესაბამისი დარგობრივი სტრუქტურული ერთეულის მიერ) ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე, ამ წესით დადგენილი კრიტერიუმების და პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე. 10. სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამებით/ქვეპროგრამებით გათვალისწინებული დახმარების გაწევის მიზნით, ამუშავებს ბენეფიციარისა და მისი ოჯახის წევრთა პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ განცხადებით გათვალისწინებული მოთხოვნის ან/და წარმოდგენილი საპროექტო წინადადების შინაარსის შესაბამისად, კანონიერად, მონაცემთა შეგროვების, დამუშავების პრინციპების დაცვით საკითხის შემთხვევის მიზნიდან და მოცულობიდან გამომდინარე. 11. საკითხის განხილვისას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის მიზნით, კომისია უფლებამოსილია ბენეფიციარი მოიწვიოს გასაუბრებაზე, გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისგან ან/და შესაბამისი დაწესებულებებიდან. 12. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობაში შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სამინისტროს/სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, სპეციალისტები, ექსპერტები ან/და სხვა პირები; მოწვეული პირები კენჭისყრაში არ მონაწილეობენ. 13. კომისია უფლებამოსილია, გამონაკლის შემთხვევებში, ფორს-მაჟორული (დაუძლეველი ძალა) სიტუაციებიდან გამომდინარე ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება ბენეფიციარისთვის დახმარების გაწევის თაობაზე. 14. კომისიაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით და იგი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა უმრავლესობა. 15. ხმების თანაბარი გადანაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 16. კომისიაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. 17. საოქმო გადაწყვეტილებით კომისიის წევრები თანხმდებიან შემდეგზე: ა) ბენეფიციარის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ბენეფიციარის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 18. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება სააგენტოს დირექტორს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, რაც წარმოადგენს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველს. 19. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას, სააგენტოს დირექტორის ინდივიდიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, უზრუნველყოფენ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები, მათი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში. 20. ამ მუხლის მე-17 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში ბენეფიციარს გადაწყვეტილება ეგზავნება მოთხოვნისამებრ. 21. კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია, მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს კომისიის საქმიანობის ანგარიში მინისტრს. 22. კომისიის საქმიანობის, მათ შორის კომისიაზე განხილული საკითხების ერთიან სტატისტიკას აწარმოებს კომისიის მდივანი.
მუხლი 13. დასკვნითი დებულებანი 1. პროგრამით/ქვეპროგრამით გათვალისწინებული ბიუჯეტის მუხლობრივი ცვლილება/ცვლილებები შესაძლებელია განხორციელდეს სამინისტროს წერილობითი ინიცირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, რაც უნდა ეცნობოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. 2. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
|
დანართი №1.1. სსიპ – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტო
(პროექტის დასახელება)
ქ. თბილისი 20-- წელი
პროექტის ბიუჯეტი
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი პროექტის განხორციელების ადგილი/მისამართი: პროექტის სამიზნე ჯგუფები: პროექტის რეზიუმე: პროექტის დეტალური განხილვა: 1. პროექტის აღწერა; 2. პროექტის მიზნები და დასაბუთება; 3. მოსალოდნელი რისკები; 4. პროექტის შემსრულებელი; 5. პროექტის პარტნიორები; 7. მოსალოდნელი შედეგები; 8. პროექტის სიცოცხლისუნარიანობა; 9. მონიტორინგის და შეფასების ინსტრუმენტები.
| |||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები