ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გუმათჰესის ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის ზურაბ კვანტრიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გუმათჰესის ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის ზურაბ კვანტრიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 100
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/02/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017049
100
24/02/2026
ვებგვერდი, 05/03/2026
000000000.00.101.017049
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გუმათჰესის ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის ზურაბ კვანტრიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №100

2026 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გუმათჰესის ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის ზურაბ კვანტრიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. სამგორის რაიონში, გუმათჰესის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის ზურაბ კვანტრიშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                         ზურაბ აბაშიძე