ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის, ნაძალადევის და სამგორის რაიონებში, თბილისის ზღვის სანაპიროს უსახელო მონაკვეთებისთვის ზოოპარკის სანაპიროს სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის, ნაძალადევის და სამგორის რაიონებში, თბილისის ზღვის სანაპიროს უსახელო მონაკვეთებისთვის ზოოპარკის სანაპიროს სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 94
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/02/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017051
94
24/02/2026
ვებგვერდი, 05/03/2026
000000000.00.101.017051
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის, ნაძალადევის და სამგორის რაიონებში, თბილისის ზღვის სანაპიროს უსახელო მონაკვეთებისთვის ზოოპარკის სანაპიროს სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №94

2026 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის, ნაძალადევის და სამგორის რაიონებში, თბილისის ზღვის სანაპიროს უსახელო მონაკვეთებისთვის ზოოპარკის სანაპიროს სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ჩუღურეთის, ნაძალადევის და სამგორის რაიონებში თბილისის ზღვის სანაპიროს უსახელო მონაკვეთებს მიენიჭოს ზოოპარკის სანაპიროს სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                         ზურაბ აბაშიძე