დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციული ბანკის გაჯანსაღების გეგმის შემუშავებისა და შეფასების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 ივნისის №131/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 04/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016979 |
|
„კომერციული ბანკის გაჯანსაღების გეგმის შემუშავებისა და შეფასების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 ივნისის №131/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„კომერციული ბანკის გაჯანსაღების გეგმის შემუშავებისა და შეფასების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 ივნისის №131/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 30/06/2020; ს/კ: 220020000.18.011.016485) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: “. 2. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბანკის მიერ პირველი გაჯანსაღების გეგმის წარდგენის შემდგომ ყოველწლიურად, არაუგვიანეს 31 მაისისა, ხოლო თუ ბანკის საქმიანობა, სტრუქტურა, რისკების პოზიციები ან დაშვებები, რომლებიც გაჯანსაღების გეგმის შემუშავებისას იქნა გამოყენებული, არსებითად შეიცვალა – დაუყოვნებლივ, მაგრამ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, ბანკმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს განახლებული გაჯანსაღების გეგმა, რომელშიც უნდა აისახოს ამ წესით განსაზღვრული საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში ბანკთან და მის შვილობილ საწარმოსთან, საფინანსო სექტორთან და სხვა ისეთ მაკროეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული ცვლილებები, რომელთაც შესაძლოა, გავლენა ჰქონდეთ გაჯანსაღების გეგმის დროულ და ეფექტურ განხორციელებაზე.“; ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) დადასტურებას, რომ გაჯანსაღების გეგმა შეფასდა და დამტკიცდა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს შესაბამისი სხდომის ოქმი თან უნდა ერთოდეს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილ გაჯანსაღების გეგმას;“; გ) მე-14 მუხლის: გ.ა) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) გაჯანსაღების გეგმის ინტეგრაციის ხარისხს ბანკის კორპორაციულ და რისკების მართვის ჩარჩოსთან და ჯგუფის სტრუქტურასთან.“; გ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ბანკის მიერ გაჯანსაღების გეგმის წარდგენიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში, ეროვნული ბანკი აფასებს წარდგენილი გაჯანსაღების გეგმის შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან და კრიტერიუმებთან და საჭიროებისამებრ, მაგრამ ბოლო დასკვნის ბანკისთვის გაგზავნიდან არანაკლებ 2 (ორი)-წელიწადში ერთხელ, შესაბამის დასკვნას უგზავნის ბანკს. თუ 2 (ორი)-წლიანი ვადის გასვლის დღისთვის ბანკის მიერ ბოლო გაჯანსაღების გეგმის ეროვნულ ბანკში წარდგენიდან გასულია 6 (ექვსი) თვეზე ნაკლები, 2 (ორი) წლიანი ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს იმგვარად, რომ ეროვნული ბანკის მიერ უახლესი გაჯანსაღების გეგმის შეფასებისა და ბანკისთვის შესაბამისი დასკვნის გაგზავნის ჯამური ვადა არ აღემატებოდეს 6 (ექვსი) თვეს.“; გ.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ბანკი ვალდებულია, განაახლოს გაჯანსაღების გეგმა ეროვნული ბანკის შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიხედვით და წარუდგინოს იგი ეროვნულ ბანკს მის მიერ განსაზღვრულ ვადაში. თუ ეროვნული ბანკის შეფასებით, გაჯანსაღების გეგმაში არსებითი ხარვეზებია ან არსებობს მისი განხორციელებისთვის არსებითი დაბრკოლებები, აღნიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 (ორი) თვეს. ბანკის მიერ ვადის გახანგრძლივების მოთხოვნისა და სათანადო დასაბუთების ეროვნული ბანკისთვის წარდგენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის თანხმობით, ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს არაუმეტეს 1 (ერთი) თვით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები