„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №998 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/03/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.017685
28
04/03/2026
ვებგვერდი, 05/03/2026
040030000.22.034.017685
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №998 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №998 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №28

2026 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №998 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №998 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 040030000.22.034.016249) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5

მოსამსახურე და მისი ოჯახის წევრები (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები) ექვემდებარებიან ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას სსიპ-ის ბიუჯეტის ხარჯზე.“.

2. 121 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 122 მუხლი:

მუხლი 122

1. სსიპ-ის მოსამსახურეს, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირსა და გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამსახურეს, ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 1750 (ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით შემდეგ შემთხვევებში:

ა) დაქორწინება;

ბ) შვილის შეძენა/საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არასრულწლოვნის შვილად აყვანა;

გ) ოჯახის წევრის (მეუღლე, შვილი, დედა, მამა) გარდაცვალება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა სსიპ-ის ხელმძღვანელის სახელზე წარდგენილი პატაკისა და შესაბამისი დოკუმენტაციის (ქორწინების მოწმობის ასლი, დაბადების მოწმობის ასლი, შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, გარდაცვალების მოწმობის ასლი, ნამსახურობის შესახებ ცნობა) საფუძველზე.

3. ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას უზრუნველყოფს სსიპ-ის საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებზე პასუხისმგებელი დანაყოფი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დანაყოფი ამ წესის №2 დანართის შესაბამისად ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ აცნობებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს ერთჯერადი დახმარების გაცემიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ სსიპ-ის მოსამსახურეს სამინისტროს სისტემაში აქვს არანაკლებ 2 წლის ნამსახურობა.“.

3. №1 დანართის შემდეგ დაემატოს №2 დანართი თანდართული სახით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე

დანართი №2

სახელი, გვარი, მამის სახელი

პირადი ნომერი

თანამდებობა

გაცემული თანხის ოდენობა

გაცემის საფუძველი

შენიშვნა