საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი ფორმის სახისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი ფორმის სახისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 100
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/03/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 190040000.10.003.025649
100
06/03/2026
ვებგვერდი, 10/03/2026
190040000.10.003.025649
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი ფორმის სახისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №100

2026 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი ფორმის სახისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი ფორმა და ატრიბუტიკა, თანდართული დანართების შესაბამისად.
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი ფორმის სახისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №107 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე