დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “იძულებით გადაადგილებულ პირად დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილად რეგისტრაციის წესის, იძXულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულების და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ8ის 2006 წლის 2 ოქტომბრის №127 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 151 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 171, 19/12/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/11/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.170.000.22.029.009.682 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.009.682
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის
ბრძანება №151
2006 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის –დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2006 წლის 2 ოქტომბრის №127 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 და მე-13 პუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2006 წლის 2 ოქტომბრის №127 ბრძანების (სსმ III, 2006 წ., №138, მუხ.1914) პირველი პუნქტით დამტკიცებულ იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. წესის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. წესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. გარდამავალი დებულებები
1. დევნილთა 2004 წლის ნიმუშის მოწმობის გამოცვლა და ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემა განხორციელდეს 2007 წლის 1 ივნისამდე.
2. 2004 წლის ნიმუშის დევნილის მოწმობა ძალაშია 2007 წლის 1 ივნისამდე.
3. რეგისტრაციის (ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემა) დროს განხორციელდეს დევნილთა ანკეტირება (დევნილის ანკეტაში მონაცემთა შევსება ან განახლება)“.“
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხევიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები