„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 09/03/2026
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 430010000.32.061.016467
5
09/03/2026
ვებგვერდი, 11/03/2026
430010000.32.061.016467
„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №5

2026 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

 

„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, №2, 10.02.2009, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.32.040.000001) მე-2 მუხლით დამტკიცებულ „გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ თანდართულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიას, 9 წევრის შემადგენლობით პარიტეტული პრინციპის საფუძველზე, მინისტრის წარდგინებით, ყოველი საკონკურსო წლის არაუგვიანეს 15 მარტისა, ამტკიცებს მთავრობის თავმჯდომარე. მთავრობის თავმჯდომარე კომისიის წევრთა შემადგენლობიდან განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეაქვს ცვლილებები კომისიის პერსონალურ შემადგენლობაში.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეგიორგი ჯინჭარაძე